in

თიბისი ლიზინგის და Lion Auto Auction-ის სპეციალური პირობები ავტომობილის შეძენას გაგიმარტივებს

ზაფხული იდეალური პერიოდია საკუთარი თავის დასაჩუქრებისთვის, იქნება ეს კუთვნილი დასვენების მოწყობა, დიდი ხნის ჩაფიქრებული სურვილის განხორციელება თუ უბრალოდ ახალი ავტომობილის შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ერთი შეხედვით მარტივია, მაინც მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი, მაგალითად, აქ გირჩევნია შეარჩიო სასურველი მოდელი თუ უცხოურ აუქციონზე? და თუ ამერიკაშია, დისტანციურად როგორ უნდა დარწმუნდე სანდოობაში? ტრანსპორტირება? ფინანსები? თანხის ნაწილი გაქვს, მაგრამ კიდევ გჭირდება. მოკლედ, დღეს გიყვებით, როგორ შეგიძლია გაიმარტივო ცხოვრება და პრინციპში – ავტომობილის შეძენის პროცესიც.

თიბისი ლიზინგი უკვე 20 წელია, რაც საქართველოში ალტერნატიული დაფინანსების შესაძლებლობას ქმნის იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის, ავტოლიზინგის მიმართულებით კი, განსაკუთრებით აქტიურია. თავის მხრივ, Lion Auto Auction კი ახალი და მეორადი ავტომობილების იმპორტს გთავაზობს ამერიკის წამყვანი აუქციონებიდან მსოფლიოს ყველა მიმართულებით. მათი დახმარებით შეძლებ ერთ სივრცეში მარტივად მართო ავტომობილის ჩამოყვანასთან დაკავშირებული ყველა ლოჯისტიკური პროცესი. ამერიკაში სტრატეგიულად მდებარე მათი საწყობებისა და ფოთის ტერმინალის საშუალებით კი, სწრაფად და ეფექტურად მოხდება თქვენი ავტომობილის ტრანსპორტირება.

მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენის პროცესის გამარტივებისთვის სრულიად ახალი, განსაკუთრებით მოქნილი პროდუქტი შეიქმნა, რომელიც რიგ უპირატესობებს სთავაზობს მათ, ვინც ავტომობილის შერჩევას ამერიკის აუქციონზე ფიქრობს.

პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი – პირადი ექსპერტის მომსახურებაა, რომელიც იზრუნებს შენს საჭიროებებს მორგებული მოდელის შერჩევასა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების მოგვარებაზე, მათ შორის ავტომობილის ისტორიის (CARFAX) დეტალურ გადამოწმებაზე, აუქციონზე თამაშსა და შესყიდვის მომენტიდან გარანტიაზე.

რაც შეეხება დაფინანსებას, თიბისი ლიზინგი მიმართვიდან რამდენიმე წუთში დაამუშავებს განაცხადს, ავტომობილის ღირებულების 80%-მდე დაგიფინანსებს, იმპორტის შემთხვევაში კი, განსაკუთებით მიმზიდველ პირობებს შემოგთავაზებს. კერძოდ, ავტომობილის ჩამოსვლამდე ლიზინგის გადასახადს საერთოდ არ იხდი, ათვლის პერიოდი მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან იწყება, რაც საკუთარი ბიუჯეტის განკარგვისას მეტ მოქნილობას განიჭებს.

თუ კითხვები გაქვს, ან სასურველი ავტომობილის შეძენას ფიქრობ, ნუ გადადებ, 31 აგვისტომდე თიბისი ლიზინგი და ლაიონ ავტო აუქციონი განსაკუთრებულ პირობებს შემოგთავაზებს.

[R]

Google ჟურნალისტური AI-ის განვითარებაზე მუშაობს

მანქანის ძრავა, რომელიც თავისი გამომგონებლის გვარს ატარებს – დიზელი