in

თიბისი ლიზინგი — კვების ინდუსტრიისთვის

ვის არ უოცნებია ჰქონოდა საკუთარი კაფე, ან ბულანჟერია, სადაც ახლად გამომცხვარი პურ-ფუნთუშეულის არომატები დილის ყავის სურნელში ირევა და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. ან შეიძლება ტრადიციული, სულ სხვანაირი კონცეფციის კვების ობიექტზე გეფიქრება, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს. მოკლედ, ნამდვილად გინდა საქმიანობა კვების ინდუსტრიას დაუკავშირო, მაგრამ სახსრების, გამბედაობის თუ გამოცდილების სიმწირის გამო გიჭირს ასჯერ გაზომილი – ერთხელ გაჭრა.

დასავლური პრაქტიკა გვკარნახობს, რომ ბიზნესიდეის განხორციელების თუ საქმიანობის გაუმჯობესების საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტი – ლიზინგია. წარმოიდგინე, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ყიდულობ, იყენებ, აახლებ შენთვის საჭირო მანქანა-დანადგარებს და გვერდს საიმედო პარტნიორი გიმაგრებს.

დღეს გიყვებით კვების ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ და განვითარების რომელიმე ეტაპზე – თიბისი ლიზინგის დაფინანსებით ისარგებლეს.

Coffeesta

„თავისუფალი სივრცე – თავისუფალი ხალხისთვის“ — ასე ჟღერს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მზარდად ზრდადი ქოფი-შოპების სლოგანი.

კოფისტას მყუდრო კაფეებსა და ექსპრეს სივრცეებს ათობით ლოკაციაზე შეხვდებით. 100% არაბიკას მარცვლებით დამზადებული არომატული ყავა და ფრანგული ბულანჟერია მომხმარებლის აბსოლუტური მოწონებით სარგებლობს. სწორედ ამიტომ, ქსელი ევრო-ექსპანსიას გეგმავს. თიბისი ლიზინგი კომპანიის საქმიანობის მხარდამჭერია და ყავის აპარატებს, დახლ-მაცივრებსა და სხვა საჭირო დანადგარებს უფინანსებს.

Café Dapna

უმაღლესი რეიტინგი OTA, ტურისტულ გზამკვლევებში ხმამაღლა ამბობს სათქმელს. დაფნა ნამდვილად არის ის გამორჩეული სივრცე ძველ თბილისში, რომლის ხარისხზეც ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრები ვთანხმდებით. ქართული სამზარეულოს ახლებური ინტერპრეტაცია და საავტორო კერძები რომ თქვენს მაგიდაზე მოხვდეს, კომპანიას შესაბამისი სამზარეულო დანადგარები სჭირდება, რომელთა ნაწილსაც ლიზინგით იფინანსებს.

Boncafe

იცოდით, რომ არსებობს სამეზობლო კაფეები, რომელთა მთავარი მიზანიც აღნიშნულ ლოკაციაზე მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა.

ბონკაფეს გუნდი სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდა, დამფუძნებლისა და ბრენდ-შეფის, ნათია დანელიას გამოცდილება გაიზიარა და  „მწვანე ქალაქი ლისის“ სამეზობლოს ჯანსაღ რაციონზე დაიწყო ზრუნვა. მრავალფეროვანი საუზმით, წასაღებად უკვე მზა, დაბალანსებული კერძის ულუფებით ობიექტმა იმდენად მოკლე დროში მოიპოვა სტუმრების სიყვარული, რომ მისი არტიზანული პურისა და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე საკვების დასაგემოვნებლად ქალაქის სხვა წერტილებიდანაც ხშირად სტუმრობენ. გემრიელი პურ-ფუნთუშეულის საცხობი დანადგარები, სწორედ ლიზინგითაა დაფინანსებული.

Baskin Robbins

2021-ში, თითქმის 30 წლის შემდეგ, ბასკინ რობინსი საქართველოს დაუბრუნდა და 90-იანებიდან შერჩენილი ნოსტალგიის გარკვეული ნაწილი გააქრო, ზუსტად ისე, ერთ დროს თავად რომ გაქრა ბაზრიდან. გამორჩეულად გემრიელი ნაყინის ბურთულა ყველა თაობის მომხმარებლის სიყვარულს იტევს, ამიტომ, როგორც ლიზინგში გვიყვებიან, გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი არ უფიქრიათ, სიამოვნებით დაუფინანსეს ობიექტს საჭირო სამაცივრე დანადგარები და საქართველოს ბაზარზე ბრენდის დაბრუნების მონაწილეები გახდნენ.

ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები იმ ობიექტების მცირე რიცხვს წარმოადგენს, რომელთა პარტნიორიც თიბისი ლიზინგია. მოსაყოლი ისტორიების შერჩევისას მივხვდით, რომ გვსურდა მკითხველამდე მთავარი სათქმელი მიგვეტანა: ლიზინგი მართლაც ამარტივებს საქმიანობას, ტოვებს თავისუფალ რესურსს ბიზნესის განვითარებისთვის და არ არსებობს კვების ინდუსტრიის მიმართულება, რომლისთვისაც დაფინანსების ეს ინსტრუმენტი რელევანტური არ არის.

[პარტნიორის კონტენტი]

პირველად საქართველოში – Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა PayBox-ის ტერმინალებიდანაა შესაძლებელი

შეიძინე „ბოტანიკოში” ბინა და დასაჩუქრდი რადისონში დასვენებით