in

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტი თვითდასაქმებულებისთვის

სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით.

პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი – ვიდეო ვიზიტი შესთავაზა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება ვებგვერდზე – www.tbccredit.ge  ან თიბისის ქოლ ცენტრითაა  შესაძლებელი. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ, ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის  ზუსტად ასეთი პროდუქტია,“ – ამბობს გიორგი სალია, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი.

გამარტივებული პირობების სესხის ლიმიტი 15 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული პირის ფინანსური საჭიროება არსებულ ლიმიტს სცდება, მას შესაძლებლობა აქვს, თიბისის ფილიალს ესტუმროს, სადაც საკრედიტო ექსპერტი მის ფინანსურ მდგომარეობას და შემოსავლებს დეტალურად გააანალიზებს და ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

პროდუქტით სარგებლობისთვის, ასევე დეტალური ინფორმაციისთვის,  მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს www.tbccredit.ge ან დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს – *2727.

 

[R]

Will.i.am-ის მიერ შექმნილი ნიღბის შეძენა 299 დოლარად შეგეძლებათ!

როგორ შეგვიძლია ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება სახლის პირობებში?