in

თიბისი სესხებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს აწესებს

თიბისი სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს აცხადებს. ბანკმა ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე, ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი“.

როგორც თიბისი-ში ამბობენ, საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

„დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“.

მსგავსი ინიციატივა უკვე გამოხატა საქართველოს ბანკმა. ამ მიმართულებით სიახლეებს, „მარკეტერი“, ეტაპობრივად გაგაცნობთ.

bank of georgia logo, new

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ახალ ინიციატივაზე აცხადებს

Wolt-მა უკონტაქტო მიტანის ფუნქცია დაამატა