in

თიბისის წარმატების ისტორია „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ გამოცემაში

წარმოგიდგენთ შემდეგ კომპანიას, რომლის გამორჩეული საქმიანობის შედეგსაც მალე „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ გამოცემაში ვიხილავთ – თიბისი. მარკეტინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი სახელმძღვანელო, „თანამედროვე მარკეტინგის მამის“, Kotler Impact-სა World Marketing Summit Group-ის დამფუძნებლის, დოქტორი ფილიპ კოტლერის ავტორობით გამოიცემა.

თიბისი გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის მთავარი პრიორიტეტიც მომხმარებელი და მასზე ზრუნვაა. გაბედული და ინოვაციური გუნდის დახმარებითა და მაღალი ხარისხის ციფრული საბანკო სერვისების შეთავაზებით, თიბისი ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. კომპანიის კულტურის მთავარი მამოძრავებელი ძალა თანამშრომელია – გამარჯვებული, ბედნიერი, ცნობისმოყვარე, შედეგებზე ორიენტირებული, ახალი შესაძლებლობებისთვის ღია, კეთილსინდისიერი და დაპირების შემსრულებელი. თიბისის მისია  ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა!

თიბისის, როგორც საქართველოს წამყვან ბანკს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის ხანგრძლივი ისტორია აქვს. 2003 წელს, კომპანიამ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია „საბა“ დააარსა. თიბისი უამრავი საგანმანათლებლო და სოციალური ინიციატივის ავტორი და მხარდამჭერი და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი კომპანიაა. მაგალითისთვის, 2018 წელს თიბისი სოციალური მედიის მარკეტინგსა და სერვისებში, მსოფლიოში, საუკეთესო ბანკად დასახელდა.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს კარიერულ პროგრესში

„სქრინფლეი“ — ადგილი, სადაც ყველა იდეა სცენარად იქცევა