in ,

ამიერიდან, თიბისის მობაილბანკით მობილური ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლებთ

ალბათ, ხშირად აღმოჩენილხართ ასეთ სიტუაციაში – Wi-Fi-სთან წვდომა არ გაქვთ, ხოლო მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურათ, ისევე, როგორც თანხა ანგარიშზე. ანგარიშის შესავსებად კი მობაილბანკი გჭირდებათ, თუმცა, მობილური ინტერნეტის გარეშე ვერც მის გამოყენებას ახერხებთ. როგორც ჩანს, მსგავსი პრობლემა ბევრ ადამიანს შექმნია და აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკით სარგებლობას მობილური ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებთ.

„მომხმარებლები მობაილბანკით სარგებლობას შეძლებენ მაშინაც კი, როდესაც არ ექნებათ ინტერნეტპაკეტი, ბალანსი და მეგაბაიტები. ხოლო თუ ექნებათ ანგარიშზე, აპლიკაციის გამოყენებისას არ დაეხარჯებათ.“, – გვიყვება თეა კობახიძე, თიბისის ციფრული არხების განვითარების ხელმძღვანელი.

როგორც თეა კობახიძე ამბობს, მომხმარებლისთვის აღნიშნული სიახლის შეთავაზება საქართველოში არსებულ სამივე მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

„მობაილბანკი მუდმივად ვითარდება და ნებისმიერი ახალი ფუნქციონალის მიზანი არის, რომ მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება. ეს სიახლეც ამის ნაწილია. ბევრი მომხმარებლისგან გაგვიგია და ჩვენც ხშირად აღმოვჩენილვართ მსგავს სიტუაციაში, როდესაც მობილური ინტერნეტი აღარ გვქონდა, არც თანხა ბალანსზე, მობაილბანკი ინტერნეტის გარეშე არ მუშაობდა და ამის გამო ბევრ უხერხულ სიტუაციაში ჩავვარდნილვართ, რომ შეგვევსო მობილურის ბალანსი და გვეყიდა ინტერნეტი. ეს, რა თქმა უნდა, აპლიკაციის გამოყენების კუთხით, ბარიერია მომხმარებლისთვის და ვეცადეთ, გაგვემარტივებინა მათთვის ცხოვრება და მიგვეცა საშუალება, უწყვეტ რეჟიმში მიეღოთ მობაილბანკის სრული სერვისი“.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის დახარჯვის გარეშე გამოყენებისას მობაილბანკის ფუნქციონალებზე წვდომა არ გეზღუდებათ, მობაილბანკის სრულ სერვისზე გაქვთ წვდომა, შეგიძლიათ ნახოთ ბალანსი ანგარიშზე, გადარიცხოთ თანხა, შეავსოთ მობილურის ბალანსი, გადაიხადოთ კომუნალურები და ა.შ. ანუ მას ისე იყენებთ როგორც აქამდე, როდესაც მობილური ინტერნეტით ან Wi-Fi-ით სარგებლობდით.

სიახლე განსაკუთრებით კომფორტული და გამოსადეგი შეიძლება იყოს რეგიონებში მცხოვრები, ან ზაფხულის პერიოდში, რეგიონებში დასასვენებლად წასული მომხმარებლებისთვის, რომელთაც Wi-Fi-სთან წვდომა ნაკლებად აქვთ და მობილური ინტერნეტის მოხმარების სიხშირით გამოირჩევიან.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მობაილბანკს, ამჟამად, 600 000-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც ყოველდღიურად სჭირდებათ აპლიკაცია და სრულ ფინანსურ მომსახურებას დისტანციურად იღებენ, ვფიქრობ, მათ გაუმარტივდებათ ყოველდღიურობა. ეს ფუნქცია მით უფრო გამოსადეგი იქნება ისეთი მომხმარებლებისთვის, რომლებიც რეგიონში ცხოვრობენ, ან დროებით იმყოფებიან და ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტთან. მთავარი კი ისაა, რომ ბარიერი, მობილური ინტენრნეტის ქონა, უკვე მოხსნილია,“ – ამბობს თეა კობახიძე.

სიახლით სარგებლობა, თიბისის მობაილბანკის მომხმარებლებს 3 ივლისიდან შეუძლიათ. ხოლო იმისათვის, რომ მობაილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ვისარგებლოთ, უნდა გვქონდეს აპლიკაციის უახლესი ვერსია და სმარტფონზე ჩავრთოთ მობილური ინტერნეტი (Cellular data).

ფარელ უილიამსმა Pentatonic-თან ერთად გადამუშავებული ნივთებისგან სასადილო ნაკრები შექმნა

შროშანების შეგროვების ხელოვნება ვიეტნამში