6
Nov
2019

რას ნიშნავს მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკი?!

6 Nov 2019

თიბისის მობაილბანკი, Global Finance-მა, სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის, მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

 

„ეს აღიარება მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ თიბისის, არამედ ქართული საბანკო სექტორის, ქვეყნისა და ზოგადად, ქართული ციფრული ინდუსტრიისთვის. მსოფლიო მასშტაბით, ასეთი ჯილდო ქართულმა პროდუქტმა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე, ქართულ ციფრულ ინდუსტრიას მეტი ყურადღება დაეთმობა და უფრო დიდი დაინტერესება იქნება ქართული ციფრული პროდუქტების მიმართ“, – ამბობს თიბისის ციფრული არხების განვითარების ასოცირებული პარტნიორი გიორგი ვახტანგიშვილი.

მისი თქმით, ეს სტატუსი ნიშნავს, რომ თიბისი სწორი მიმართულებით ვითარდება და მსოფლიო მასშტაბით, ისეთ ბანკებს უტოლდება, როგორებიცაა: Citibank, Wells Fargo, Tinkoff Bank, CaixaBank. გუნდისთვის კი დიდი მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო თამამად განავითარონ ციფრული ბანკი.

გიორგი ვახტანგიშვილი

„მსგავსი ტიპის საერთაშორისო აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს დიდი გავლენა ბანკის საერთაშორისო სტატუსზე. მსოფლიო ციფრული ინდუსტრიის რუკაზე საქართველო მოინიშნება, როგორც საუკეთესო მობაილბანკის მქონე ქვეყანა“.

M: უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ, რომელ ინსტიტუციებს შორის გამოარჩია Global Finance-მა თიბისი? 

გიორგი ვახტანგიშვილი: სექტემბრის თვეში Global Finance-მა თავდაპირველად გამოარჩია რეგიონის გამარჯვებულები. ჩვენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის გამარჯვებული გავხდით და ამის შემდეგ რეგიონებს შორის მსოფლიო გამარჯვებულები დაასახელეს, სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის.

M: რა კრიტერიუმებით გამოარჩია Global Finance-მა ​გამარჯვებული მობაილბანკინგები?  

გ.ვ. : ბევრი კრიტერიუმის მიხედვით გამოარჩია Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები, მსოფლიოს მასშტაბით: როგორ აფასებენ აპლიკაციას მომხმარებლები App Store-სა და Play Store-ზე; რა ფუნქციებს სთავაზობს მობილური ბანკი მომხმარებლებს და რამდენი მომხმარებელი იყენებს თითოეულ მათგანს; რა ინოვაციური ფუნქციები აქვს მობილურ აპლიკაციას და რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ ფუნქციებით; რამდენად ითვალისწინებს [კომპანია] მომხმარებლის აზრს და სურვილებს.

M: რაც შეეხება თავად თიბისის მობაილბანკის ფუნქციებს, რის გამოც საუკეთესოდ დაასახელეს . . .

გ.ვ. : ჩვენი მობაილბანკინგი, მსოფლიოში საუკეთესო, ბევრი მახასიათებლის გამო გახდა, თუმცა, განსაკუთრებით გამოვყოფდი შემდეგ ფუნქციონალებს:

ხმოვანი ასისტენტი

პირველი ქართულენოვანი ხმოვანი ასისტენტი თიბისის მობაილბანკს 2019 წლის თებერვალში დაემატა. ამ ინოვაციური ფუნქციის დახმარებით, თანხის გადარიცხვის პროცესი კიდევ უფრო მარტივია. ხმოვან ასისტენტს შეუძლია, შაბლონებთან თანხის გადარიცხვაში დაეხმაროს მომხმარებელს.

მობილურის ნომრით თანხის გადარიცხვა

ეს თიბისის მობაილბანკის ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციაა. იმისთვის, რომ მეგობარს ან ახლობელს თანხა გადაურიცხოთ, უკვე რამდენიმე წელია, აღარ არის საჭირო იცოდეთ მისი საბანკო რეკვიზიტები. საკმარისია, მხოლოდ მობილურის ნომრის ცოდნა და მობაილბანკის დახმარებით, ძალიან მარტივად გადაურიცხავთ ნებისმიერ ადამიანს სასურველ თანხას.

სმს კოდის გარეშე თანხის გადარიცხვა

ეს მობაილბანკის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ფუნქციაა. მისი დახმარებით, მომხმარებელს, შეუძლია, შაბლონებთან თანხა სმს კოდის შეყვანის გარეშე გადარიცხოს, რაც გადარიცხვის პროცესს უფრო ამარტივებს. ამ ფუნქციის გასააქტიურებლად მობაილბანკის პარამეტრების განყოფილებას უნდა ეწვიოთ და გაიაქტიუროთ სანდო მოწყობილობები.

ავტომატური გადარიცხვა

ეს თიბისის მობაილბანკინგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. მისი გააქტიურებით, მომხმარებელი, რუტინულ გადარიცხვებს აარიდებს თავს. მაგალითად, თუ ყოველთვიურად რამდენიმე კომუნალური  გადასახადის გადახდა გიწევთ, შეგიძლიათ, ჩართოთ ავტომატური გადარიცხვა და ყოველთვიურად, მაშინ, როდესაც დავალიანება აისახება ანგარიშზე, თანხა ავტომატურად გადაირიცხება და თქვენც აღარ დაკარგავთ დროს მარტივ, რუტინულ გადარიცხვებზე.

ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა

თუ ბარათი დაკარგეთ, არ არის საჭირო ქოლცენტრში დარეკვა და ფილიალში მისვლა, თქვენი ბარათი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაბლოკოთ მობაილბანკიდან და მშვიდად იყოთ.

 

განხილვა