in

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ლიმიტ და სტოპდავალებები დაემატა. ახლა უკვე შეგიძლია, აქციები შენთვის სასურველ ფასად იყიდო ან გაყიდო – ბაზარზე მუდმივი დაკვირვების გარეშე.

ლიმიტ და სტოპორდერების მეშვეობით, წინასწარ შეარჩევ აქციის სასურველ ფასს და როგორც კი ბაზარზე მითითებული ნიშნული დაფიქსირდება, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება.

ლიმიტის დავალებაიყიდე და გაყიდე აქციები შენს მიერ შერჩეულ ფასად

ლიმიტის დავალება გაძლევს საშუალებას, მიუთითო ფასი, რომელშიც გსურს აქციის შეძენა ან გაყიდვა. როცა ღირებულება ზუსტად შენ მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება მითითებული ან უკეთესი ფასითაც კი. ეს დაგეხმარება, აქციები შენთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინო ან გაყიდო ისე, რომ ბაზარზე მუდმივი დაკვირვება არ დაგჭირდეს.

„სტოპდავალება”დააზღვიე ინვესტიცია რისკებისგან

სტოპდავალება გეხმარება წინასწარ განსაზღვრო მინიმალური ფასი, რომელზეც აქციების გაყიდვა გინდა. როგორც კი ბაზარზე შენ მიერ მითითებული ფასი დაფიქსირდება, გაყიდვის დავალება ავტომატურად გააქტიურდება და ტრანზაქცია შესრულდება იმ მომენტისთვის არსებულ ფასად. სტოპდავალება საშუალებას გაძლევს, შეამცირო რისკები და დაიცვა პორტფელი ბაზრის მკვეთრი მერყეობის პირობებში. შესაბამისად, როცა ფასი შენ მიერ მითითებულ ზღვრებს უახლოვდება, სტოპდავალება მოქმედებას იწყებს, რათა ინვესტიცია არ შეგიმცირდეს იმაზე მეტად, ვიდრე განსაზღვრული გაქვს.

გაიმარტივე ინვესტირება თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე.

[პარტნიორის კონტენტი]

„იკითხე მეტი“ – წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

დაესწარით საქართველოს ბანკის ვებინარს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე