in

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო

აქ. ახლა, თიბისიში ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. მომხმარებელს, რომელიც ფულად გზავნილს თიბისიში გაანაღდებს ან გაგზავნის, შესაძლებლობა აქვს, დასაჩუქრდეს სუპერ პრიზით – 20 000 ლარით, ან აღმოაჩინოს 20 000 მომენტალური საჩუქრიდან ერთ-ერთი.

თიბისის ფულადი გზავნილების აქცია 18 სექტემბერს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. აქციაში მომხმარებლები ავტომატურად ჩაერთვებიან. გზავნილის განაღდებისას ყოველი მესამე მომხმარებელი დასაჩუქრდება მომენტალური პრიზით, მათ შორის:  PSP-ს, „ნიკორას“ და „სუფთა სახლის“ ვაუჩერებით (50 ლარამდე), ფულადი პრიზებით  – 50 და 100 ლარის ნომინალით, ინტერნეტ მეგაბაიტებით და  0%-იანი საკომისიო ტარიფით – ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ გადახდებზე.

აქციის სუპერ პრიზს – 20 000 ლარს მიღებს ის ორი მომხმარებელი, რომელიც თიბისიში ფულად გზავნილს 3-ჯერ და მეტჯერ გაანაღდებს ან გაგზავნის.

თიბისიში ფულადი გზავნილის განაღდება მარტივად, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი:

  • ინტერნეტ და მობაილბანკიდან – www.tbconline.ge
  • ცხელ ხაზზე დარეკვით, ნომერზე – 032 2 272727

გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია თიბისის ნებისმიერ ფილიალიდან და სერვის ცენტრიდან.

თიბისიში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და გაგზავნონ შემდეგი საერთაშორისო გზავნილები: INTEL EXPRESS, RICO GRAM, MONEYGRAM, ZOLOTAYA KORONA, WESTERN UNION, UNISTRAM , RIA, CONTACT,  ისრაელის გზავნილები World com finance.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/moneytransfercampaign

 

[R]

TBC PAY-ში ადამიანების გვერდით რობოტები იმუშავებენ

“ბუნების მეცნიერება, რომელზეც მეცნიერებამ არაფერი იცის” – McCann Brazil-ის პრინტ ნამუშევრები