თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ახალ თაობაზე ზრუნვა და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მოსწავლის ბარათი კი, ამ მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მრავალფეროვანი შეთავაზებებით, მოსწავლეებს თუ მათ მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს.
წიგნები, კვება, გართობა… – ყველაფერი ის, რაც სკოლის წლებს უფრო ჯადოსნურსა და სახალისოს ხდის, ახლა მოსწავლის ბარათის მიმდინარე შეთავაზებებშია თავმოყრილი.
სკოლის შემდეგ კლასელებთან ერთად Wendy’s-ში, Subway-ში და Dunkin-ში წასვლა ბევრი მოსწავლის ყოველდღიურობის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მონაკვეთია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ მოამზადა ისეთი შეთავაზება, რომელიც მათ ამ ობიექტებში მისვლისთანავე გაახარებს – Wendy’s-ში, Subway-ში და Dunkin-ში მოსწავლის ბარათით გადახდისას მოსწავლეები ყოველდღიურად 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ და დაზოგავენ თანხას იქ, სადაც დროს ყველაზე გემრიელად ატარებენ. მათ, სამივე ობიექტში ერთად, თვეში ჯამში მაქსიმუმ- 30 ლარი დაუბრუნდებათ.
გემრიელი წახემსების შემდეგ კინოში წასვლაც ბევრი ახალგაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა, რადგან დასვენება და გართობა სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ შემთხვევაშიც, კავეას სალაროებში, cavea.ge-ზე ან kinoafisha.ge-ზე თიბისის მოსწავლის ბარათით ბილეთების შეძენისას, ყოველდღიურად 20%-იანი მომენტალური ქეშბექი მოქმედებს, რაც კინოში წასვლას მოსწავლეებისთვის უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის. ამ შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, მოსწავლეებში სამივე ობიექტში ერთად, თვეში ჯამში მაქსიმუმ- 30 ლარს დაიბრუნებენ.
მოსწავლეებს ხშირად სურთ ახალი წიგნის, დღიურის, კალმის და კიდევ სხვა მრავალი ნივთის შეძენა, რაც მათი სკოლის დღეებს უფრო ხალისიანად აქცევს, თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები ამ პროცესსაც ამარტივებს – მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ ესტუმრონ ბიბლუსს, სულაკაურის გამომცემლობას, მინისოს და ორგსერვისს, გადაიხადონ მოსწავლის ბარათით და ყოველდღიურად აქაც თანხის 20% დაიბრუნონ (ოთხივე ობიექტში ერთად, თვეში ჯამში მაქსიმუმ 30 ლარი).
ახლა, მხოლოდ ის დარჩა, აიღოთ მოსწავლის ბარათი და ისარგებლოთ განსაკუთრებული შეთავაზებებით. ალბათ იცით, რომ თიბისის მობაილბანკი უკვე მოსწავლეებისთვისაცაა! ამიტომ, ბარათს რომ აიღებთ, თქვენი საყვარელი ობიექტების შეთავაზებები, სწორედ აქ უნდა დაათვალიეროთ.
მოსწავლის შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდისას. cavea.ge-ს და kinoafisha.ge-ს შემთხვევაში კი, თიბისის საგადახდო არხით გადახდისას. შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay/ Google Pay გადახდებზე.
მშობლებს მოსწავლის ბარათის აღება შეგიძლიათ სრულიად უფასოდ tbc.ge-ზე ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში.
[პარტნიორის კონტენტი]









