თანამედროვე სამყარო ძალიან მრავალფეროვანია – სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული ტრადიციები და ყოველდღიურობა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დედამიწის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ თინეიჯერებს ერთმანეთთან იმაზე მეტი საერთო აქვთ, ვიდრე გვგონია.
რა ენაზეც არ უნდა საუბრობდნენ და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდნენ- მათი ჩვევები, გემოვნება და ყოველდღიური რიტუალები ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველდღიურ ჩვევებს ეხება: როგორ ატარებენ დროს, როგორ ერთობიან და, რა თქმა უნდა, რას ჭამენ.
დარიჩინიანი ფუნთუშა, დონატი, ბურგერი, პიცა ან ნაყინი თითქმის ყველგან ერთნაირად უყვართ- ტოკიოს საკურას ხეივანშიც და მზიურის პარკშიც. შეიძლება ლოკაცია შეიცვალოს, მაგრამ სცენარი იგივე რჩება: მეგობრების შეკრება, საჭმლის გაზიარება და კარგი განწყობა. საყვარელ კაფეში ხანდახან საკუთარ თავთან დარჩენა, ფიქრი და ცხელი შოკოლადიც მშვენიერი იდეაა.
კვება ხომ დღეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ აუცილებლობა. ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, რომელიც გემოს და ემოციას აერთიანებს. ამიტომაცაა, რომ კონკრეტული ადგილები და ბრენდები უბრალოდ საჭმელს არ გთავაზობენ, ისინი განწყობას გიქმნიან.
როცა ყოველდღიურად გაქვს სურვილი, რაღაც გემრიელი გასინჯო ან მეგობრებთან ერთად გაერთო, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ჭკვიანურად დაგეგმილი და ნაკლებ ხარჯიანი იყოს, რაშიც თიბისის მოსწავლის ბარათი ნამდვილად დაგეხმარება.
გარდა იმისა, რომ მობაილბანკიდანვე აიღებ უსწრაფესად და უფასოდ, მუდმივად ნახავ შენზე მორგებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს და ქეშბექებს. ამ პროცესში დამოუკიდებლობაც ნელ-ნელა ჩნდება- თავად ირჩევ სად წახვალ, რას იყიდი და როგორ გაანაწილებ შენს ბიუჯეტს.
თიბისის მოსწავლის ბარათი ყველაზე პოპულარულ კვების ობიექტებში განსაკუთრებულ პირობებს მუდმივად გთავაზობს. ჩამონათვალი მცირე ნამდვილად არ არის, სრული სიის ნახვას კი, ვებ-გვერდზე შეძლებ.
[პარტნიორის კონტენტი]













