in

„მთავარია, გჯეროდეს” – თიბისიმ ახალი გზავნილი წარადგინა

თიბისი, როგორც განვითარებაზე, ინოვაციებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციაზე ფოკუსირებული ბრენდი, კიდევ ერთი სიახლით გამოჩნდა  საზოგადოების წინაშე – ესაა ბრენდის ახალი პლატფორმა და მანიფესტი. თიბისი ცნობილია თავისი ინსპირაციული გზავნილებით, რომლის ფარგლებშიც ბრენდს  არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული, ამჯერად,  დადგა ა ახალი მესიჯის გაჟღერების  დრო, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც თიბისი კონცეპტის სივრცეში, 8 მაისს გაიმართა.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ, მაკუნა თავბერიძემ და კოკა ქამუშაძემ მოწვეულ სტუმრებსა და მედიას ახალი გზავნილი გაგვაცნეს, მისი შემუშავების იდეაზე გვესაუბრნენ და ვიდეორგოლის პრემიერაც შემოგვთავაზეს, რომელიც კრეატიულ სააგენტო Playmakers-თან ერთად მომზადდა.

„მთავარია, გჯეროდეს” – ეს ბრენდის ახალი, მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელსაც შეგვაძლებინებს. პრეზენტაციაზე სპიკერებმა  აღნიშნეს, რომ თიბისიმ, რომელიც უკვე 33 წელია, ერთგულად დგას მომხმარებლის სამსახურში, თავის დროზე ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობებისა და ამ რწმენის დამსახურებაა ის დიდი წარმატება, რომელსაც დღეს ბრენდი წლიდან წლამდე სიამაყით აღნიშნავს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი: 

დღეს თიბისი წარადგენს მთავარ მესიჯს, რომელიც ეყრდნობა ჩვენს 33-წლიან გამოცდილებას, ისტორიას, კულტურას და იმ გზას, თუ როგორ მოვიდა ის დღევანდელობამდე.

თიბისი, როგორც ბრენდი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. საკუთარი თავისა და ჩვენი მიზნების რწმენა ჩვენთვის ყოველთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რომლითაც შესაძლებლობად ვაქციეთ ყველა გამოწვევა, გავიზარდეთ, გავფართოვდით, გავციფრულდით და საერთაშორისო ასპარეზზეც გავედით.

ჩვენ დავიჯერეთ ის, რაც თავიდან შეუძლებლად გვეჩვენებოდა, ამიტომ ამ ახალი მესიჯით, ყველას ვეუბნებით, რომ მთავარია, გჯეროდეს”.

მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: 

ამ მესიჯის უკან დგას ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომლებიც ბრენდმა მომხმარებელთან ერთად გაიარა. ბევრი სხვადასხვა გზავნილი გვქონია 33 წლის განმავლობაში, ვცდილობდით, ყოველთვის სხვადასხვა პერიოდსა და კონტექსტს მორგებული ამბები მოგვეთხრო ჩვენი მომხმარებლებისთვის და ახლა ის ეტაპი გვიდგას, როცა გვჯერა – შეგვიძლია, ჩვენს აუდიტორიას მივცეთ იმედი და რწმენა იმისა, რომ მათ ჰქონდეთ მეტი თავდაჯერება და გადადგან ისეთი ნაბიჯები, როგორიც ჯერ არ გადაუდგამთ, გადალახონ შიში, იყვნენ გაბედულები და აისრულონ ცხოვრებისეული ოცნებები”.

ახალი გზავნილი ფართო საზოგადოებისთვისაც იმავე, პრემიერის დღეს გახდა ცნობილი. თავის ოფიციალურ გვერდზე თიბისიმ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც მომხმარებელს  მთავარ სათქმელს პირდაპირ ეუბნება. როგორც თიბისის გუნდი გვიზიარებს, ეს ამ მესიჯის გარშემო შექმნილი პირველი პროდუქტია, ხოლო შემდგომში გზავნილს „მთავარია, გჯეროდეს” თიბისის სხვადასხვა კომუნიკაციაში აქტიურად ვიხილავთ.

თავის მხრივ, კრეატიულ კონცეფციაზე კომენტარს აკეთებს კოკა ქამუშაძეც, სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი:

თიბისის ახალ ბრენდპლატფორმაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. დავიწყეთ ინტერვიუებით, რომლებიც ჩავატარეთ ბანკის შიდა გუნდებთან, ასევე, გავითვალისწინეთ ის ღირებულებები, რომლებზეც ბრენდი დგას უკვე 30 წელზე მეტია და შევეცადეთ, ეს ყველაფერი იმ საყრდენ წერტილებად გამოგვეყენებინა, რაზეც მერე კამპანიას დავაშენებდით. 

სწორედ აქედან აღმოცენდა გზავნილიც „მთავარია, გჯეროდეს”, რომლის პირველი ნაწილიცაა ის ვიდეორგოლირომელმაც დღეს იხილა სინათლე და ამ ვიდეოს შინაარსი მარტივად აღქმადია, ის ადამიანებს  ეუბნება, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, ყოველთვის უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და ყოველთვის ყველაფერი გამოვა.

რწმენა – ეს არის შინაგანი ხმა, რომელიც მუდმივად მოგიწოდებს, წინ წახვიდე, რაღაც გააკეთო, სურვილები აისრულო და მიზნებს მიაღწიო. თიბისი დაარსების დღიდან ამ კონცეფციაზე დგას და თავის წარმატებასაც ამ თვითრწმენის უნარს უკავშირებს, ამიტომ დღეიდან და მომავალშიც ის უკვე თავის მომხმარებელს ეტყვის: „მთავარია, გჯეროდეს”.

[R]

„მთავარია გჯეროდეს“  – თიბისის ახალი გზავნილი 

Do IT in Georgia – შენი გზა ტექნოლოგიური მომავლისკენ