in

თიბისი My.ge-ის, დაახლოებით, 19 მილიონად ყიდულობს 

„თიბისი“ პლატფორმა My.ge-ს საკონტროლო პაკეტს ყიდულობს. როგორც თავად ამბობენ, კომპანიის 65%-იანი წილის შეძენაზე შეთანხმება, ჯგუფის დამფუძნებლებთან, უკვე მიღწეულია.

BOG
BOG

„გარიგების ზუსტი ღირებულება 19.45 მლნ ლარია, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფი შეფასებულია 29.93 მლნ ლარად. თიბისის აქვს უფლება, გარკვეული პირობებით, დარჩენილი 35%-იც გამოისყიდოს“.

My.ge ჯგუფის შემადგენლობაში შედის: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge და myjobs.ge, რომლებსაც, ოფიციალური ინფორმაციით, ყოველთვიურად, 1.7 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. 2018 წელს, ჯგუფის აქტივები 3.3 მილიონ ლარს, ამონაგები კი, 4 მლნ ლარს შეადგენდა.

 

წყარო: GBC.ge

მძაფრსიუჟეტიანი დაპირისპირება სუშის ოსტატსა და თევზებს შორის

Thirty Seconds to Mars ევროპას საქართველოში გადაღებული ფოტოთი დაემშვიდობა