in

თიბისი ნაკრების გამოწერა უკვე ციფრულ ბანკშია შესაძლებელი

რა უპირატესობებს სთავაზობს მომხმარებელს ბრენდი?

თანამედროვე სამყაროში ბარათები და ბარათით გადახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, მომხმარებლისთვის საბანკო სერვისები და შეთავაზებებიც მრავალფეროვანი ხდება, ამიტომ ყველა ამ პროდუქტის ცალკეულად ორგანიზება კიდევ ერთი დამატებითი საზრუნავი გახდა, რაც მომხმარებელს დროს ართმევს. 

თიბისი, რომელიც ორიენტირებულია საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნასა და პროცესების მაქსიმალურ ავტომატიზაციაზე, მომხმარებელს სიახლეებს ელვის სისწრაფით სთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი ახალი ამბავია თიბისი ნაკრების გაციფრულება. თუკი აქამდე ნაკრების გამოსაწერად და ბარათების მისაღებად ბანკის ფილიალში ფიზიკურად მისვლა იყო საჭირო, რაც, დაგვეთანხმებით, რომ დროსა და ორგანიზებას მოითხოვს, ახლა უკვე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გამოიწეროთ ნაკრები ციფრული ბანკიდან. სიახლე ონლაინ ბანკს უკვე დაემატა და სულ რამდენიმე დაწკაპუნებით უკვე შესაძლებელია, რომ ამ სერვისის მომხმარებელი გახდეთ. 

კონკრეტულად რას სთავაზობს ნაკრები და როგორ ხდება ციფრულ ბანკში მისი გამოწერა, გიორგი კოკაია, მას-რითეილის მიმართულების ლიდერი გვეტყვის:

M: თიბისი ნაკრების აღება უკვე ციფრულ ბანკშია შესაძლებელი. რამ განაპირობა ეს სიახლე?

თიბისის მთავარი მისია მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ მათ დავუზოგოთ დრო და გავუადვილოთ საბანკო და არა მარტო საბანკო, სხვადასხვა პროდუქტზე ხელმისაწვდომი სერვისები. ასევე, თიბისი იკვლევს მომხმარებლის საჭიროებებსა და ტკივილებს. სწორედ ამ კვლევებმა გამოკვეთა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისში ცალკეული საკომისიოები ეჭრებოდათ და მათი მონიტორინგი ძალიან რთული იყო მათთვის. ამის გარდა, ახალი სერვისის ჩართვა მომხმარებლისგან ითხოვდა დამატებით ინტერაქციას, მაგალითად, ქოლ-ცენტრში დარეკვა, ფილიალში მისვლა და სხვა, ამიტომ ამ ნაკრების შექმნის მიზანი გახდა, რომ ერთი გამოწერით მიეღოთ ბარათი, რომელიც მისცემდა იმ სერვისების მიღების შესაძლებლობას, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის საჭირო. ახლა უკვე გაციფრულების შემდეგ ეს ყველაფერი ონლაინ ბანკშია ხელმისაწვდომი და მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ამ ნაკრების ონლაინ გამოწერა იქნება უფასო.

M: რომ შევადაროთ, რა პროცესის გავლა უწევდათ ადრე მომხმარებლებს და ახლა რას გაამარტივებს ეს სიახლე?

ადრე მომხმარებელს ბანკის ფილიალში უწევდა მისვლა, ახლა კი, ონლაინ ბანკზე გადასვლით, ნაკრების გამოწერა 2-3 წუთშია შესაძლებელი. ის მოკლე გზა, რომელსაც ის გადის, ასე გამოიყურება: მომხმარებელი ეცნობა ძირითად პირობებს, აირჩევს სასურველ ნაკრებს, ბარათის დიზაინს, სახეობას – ციფრული ბარათი თუ პლასტიკური, ნაკრებში შემავალი პროდუქტები და დათანხმების მერე სერვისი გაუაქტიურდება. პლასტიკური ბარათის არჩევის შემთხვევაში, კურიერი მას სასურველ მისამართზე მიუტანს ბარათს.

M: თავად ნაკრების შესახებაც ვუთხრათ მკითხველს: კერძოდ, რა პროდუქტებია თავმოყრილი მასში და რა განსხვავებაა 2, 5 და 10-ლარიან ნაკრებებში?

თიბისი ნაკრებში ბარათთან ერთად თავმოყრილია: განაღდების უფასო საკომისიო, SMS სერვისი, უფასო კომუნალურები, სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული ლიმიტები.

სამივე ნაკრები სხვადასხვა საჭიროების მქონე მომხმარებლებზეა მორგებული. მაგალითისთვის, 2-ლარიან ნაკრებში თანხის განაღდების ლიმიტია 5000 ლარი, 5-ლარიანში 10000, ხოლო 10-ლარიანში – 15000. კომუნალურების გადახდები 5 და 10-ლარიანი ნაკრების შეძენის შემთხვევაში საკომისიოს გარეშე ხდება. ასევე უფასოა SMS სერვისი. თუ ჩვენს მომხმარებელს ხშირად უწევს გადარიცხვები სხვადასხვა ვალუტაში, მაშინ 10-ლარიან ნაკრებს ვურჩევთ, რადგან მას ფიქსირებული ტარიფი აქვს, 15 დოლარი ან ევრო. ამას გარდა, ნაკრებებს მოჰყვება დაზღვევებიც: 5-ლარიანის შემთხვევაში დაზღვევა სტანდარტულია, მაგრამ 10-ლარიანი ნაკრების შემთხვევაში, პრემიუმ პირობით სარგებლობთ. 

M: და ბოლოს, ისევ მთავარ თემას რომ მივუბრუნდეთ – თიბისი დიდ ყურადღებას უთმობს გაციფრულების პროცესს და ეს სიახლეც ამის ერთ-ერთი მაგალითია. რატომ არის ბრენდისთვის ასე მნიშვნელოვანი საბანკო სერვისების გაციფრულება?

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, თიბისი მუშაობს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე და გაციფრულება ამ მიმართულებით საუკეთესო ინსტრუმენტია. თიბისის ბრენდი და სამუშაო სტილი ეფუძნება Digital first mindset-ს, რაც პროდუქტებისა და სერვისების ციფრულ არხებში გატანის დაპრიორიტეტებას გულისხმობს. ამ სერვისის გაციფრულებაშიც ვხედავთ ჩვენი, როგორც ბრენდის დაპირების შესრულებას და მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეძლოს თიბისი ნაკრების გამოწერა, რაშიც ყოველთვიურად ერთი ფიქსირებული საკომისიო ჩამოეჭრება და არ დასჭირდება დამატებითი კალკულაციები სხვადასხვა საკომისიოს დასათვლელად.

[R]

Threads-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი ერთ კვირაში განახევრდა — რას ნიშნავს ეს ბრენდებისთვის?

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი?