in

TBC-ის სამაჯური – გადახდის ახალი პროდუქტი

თიბისი“, მომხმარებლებს, გადახდების ახალ პროდუქტს სთავაზობს – ანგარიშსწორება, ამიერიდან, სპეციალური სამაჯურით იქნება შესაძლებელი.

„პირველად საქართველოში, „თიბისი ბანკის“ მომხმარებელი გადახდების განხორციელებას ინოვაციური მეთოდის, „თიბისის“ სამაჯურის გამოყენებით შეძლებს. ასე გადახდა ბევრად მარტივი და კომფორტულია. თანაც, ამისათვის, ელექტრონული საფულის და ბარათის გამოყენება აღარ არის საჭირო.

„თიბისიში“ ამბობენ, რომ სამაჯური ეკოლოგიურად სუფთა, წყალგაუმტარი, სიცხე და ყინვაგამძლეა. მისი  მისი გამოყენებით გადახდა შესაძლებელია ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალია განთავსებული.

„გადახდის პროცესი მომენტალურია და ამისათვის სამაჯურის POS ტერმინალთან მიახლოებაც საკმარისია. „თიბისის“ სამაჯურით, ასევე, შესაძლებელია ბანკომატიდან თანხის განაღდება. მისით სარგებლობისას, მომხმარებელს, დამატებითი ნივთების ტარების საჭიროება აღარ ექნება. გადახდა განსაკუთრებით კომფორტულია მოგზაურობისას, სრიალისას, აუზზე თუ სპორტდარბაზში ყოფნისას“.

„თიბისის“ სამაჯური, სხვადასხვა ფერითა და დიზაინით  უკვე იყიდება. მის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში. ასევე ვებ-გვერდზე, სადაც  განთავსებულია დეტალური ინფორმაცია მისი გამოყენების წესების შესახებ.

12 ნიშანი იმისა, რომ დედამიწა მეექვსე მასობრივი გადაშენების პირასაა

„გრინვეის“ საახალწლო კამპანია ბავშვებმა შექმნეს!