in

აქ.ახლა თიბისის საბანკო სივრცეების განახლება, ახალი კონცეფციის ფარგლებში, გრძელდება

დღეს, თბილისში, თიბისიმ მორიგი განახლებული ფილიალი გახსნა. ეს არის რიგით მეექვსე განახლებული ფილიალი, რომელიც ახალი კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა. ახალ სივრცეებს დანარჩენი ფილიალებისგან ის განასხვავებს, რომ უფრო თანამედროვე, კომფორტულ და მომხმარებელზე მორგებულ გარემოს ქმნის.

ახალი ფილიალების კონცეფცია მოდულარულობის და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. გარემო მაქსიმალურად მოქნილია, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიალების განახლება ეფუძნება ახალი – უნივერსალური მომსახურების ბიზნეს მოდელს, რაც იმას გულისხმობს, რომ მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლის ნავიგაცია. აქ მომხმარებელს ნებისმიერ საბანკო მომსახურებას თიბისის ერთი თანამშრომელი გაუწევს. ახალ ფილიალში განთავსებულია საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურების სივრცეები, ასევე, ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს საერთო სამუშაო სივრცე.

„თიბისის მისიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, ჩვენ ყველა პროდუქტს თუ მომსახურებას ამ ჭრილში ვუყურებთ. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და შესაბამისად ვვითარდებით. ჩვენი მთავარი გზავნილი არის აქ.ახლა, რაც მომხმარებლებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, წარმატების გაზიარებას და ცხოვრების გამარტივებას ნიშნავს, შეხების ნებისმიერ  წერტილში, იქნება ეს ციფრული, თუ ფიზიკური სივრცე. ფილიალების განახლების პროექტი სწორედ მომხმარებლების და თიბისელების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. 2021 წელს კიდევ არაერთი ასეთი სივრცე შეემატება თიბისის და რაც მთავარია, ეს იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ფილიალების განახლების პროექტზე, თიბისის გუნდთან ერთად, ბრიტანული სააგენტო GEOMETRY მუშაობდა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სივრცეების შექმნაში. სწორედ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილების სინერგიის შედეგად შეიქმნა ახალი ფილიალების კონცეფცია.

ფილიალების სივრცული მოწყობა ისეთ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას ეფუძნება და მაქსიმალურად სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე სამყაროში აუცილებელია, სივრცეში ინტეგრირებულ თითოეულ ელემენტს თავისი დანიშნულება ჰქონდეს და ინტერიერის დიზაინი ფუნქციურ დატვირთვას ატარებდეს. ფილიალში გამოყენებული ბუნებრივი მასალების და ღია ფერების სინთეზი კი, ინტერიერს განსაკუთრებით მეგობრულს და კომფორტულს ხდის.

ყველა ფილიალში არის გამოყოფილი ერთი კუთხე, სადაც აგურის კედელზე ქართველი ხელოვანების გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრებია გადატანილი, რომლებიც კონკრეტულ სივრცეებზეა მორგებული და განსაკუთრებით უხდება მათ ხასიათს და გარემოს.

2021 წლიდან, განახლებული საბანკო სივრცეები რეგიონებშიც გამოჩნდება. თბილისში მომხმარებლების მიღება განახლებულ ფილიალებს შემდეგ მისამართებზე შეუძლია:

  • ვაჟა-ფშაველას გამზ. #49
  • ა. წერეთლის გამზ. #73ა
  • თავისუფლების მოედანი #7
  • ი. ჭავჭავაძის გამზირი #29/31/33
  • ჯავახეთის ქ. (მ/ს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია)
  • ვ. გორგასლის ქ.  #41

 

[R]

CARU – “როგორ შეიქმნა პირველი კომპანია საქართველოში 1000+ რეკომენდაციით და 5/5 რეიტინგით?!”

5 რჩევა წყვილებს: როგორ არ მოვყვეთ პარტნიორის სამსახურებრივი სტრესის ქვეშ