in

როგორ გაუმკლავდა „თიბისი ფეის“ გუნდი ახალ გამოწვევებს?

2020 ბიზნესისთვის გამოწვევებით სავსე წელი იყო. ახალ რეალობასთან ადაპტაციის მიზნით, კომპანიებს მოუწიათ საკუთარი გეგმიდან თუ სტრატეგიიდან გადახვევა. „თიბისი ფეი“ ერთ-ერთია, რომელმაც შეძლო და სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდა. უფრო მეტ დეტალს გაგვაცნობს „თიბისი ფეის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცისია გლურჯიძე.

ცისია, რა გამოწვევები შეგხვდათიბისი ფეის“ HR დეპარტამენტს 2020 წელს?

ცისია გლურჯიძე: წლის დასაწყისში სრულიად სხვა გამოწვევები და მიზნები გვქონდა,  დინამიკურ, შიდა და გარე აქტივობებით დატვირთულ წელს ვგეგმავდით. რეალობამ კი სულ სხვა მიმართულებით წაგვიყვანა, რასაც ჩვენი მხრიდან მყისიერი მოქმედებები მოყვა. პირველ რიგში, საჭირო იყო იმ თანამშრომლების იდენტიფიკაცია, ვისაც დისტანციურად მუშაობა შეეძლო, შემდეგ კი ისინი ყველა საჭირო რესურსით უზრუნველვყავით.

ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო, შეგვექმნა უსაფრთხო სამუშაო გარემო უკლებლივ ყველასთვის. მაქსიმალური მობილიზებითა და თანამშრომლების ლოიალობით შევძელით ადაპტაცია და ჩვენი სამუშაო პროცესიც არცერთი დღით არ შეჩერებულა.

როგორ შეძელით თანამშრომლების ლოიალობისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება?

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები წლის დასაწყისშივე დაიწყო და საკმაოდ ოპერატიულად მოვერგეთ ახალ რეალობას, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა მაინც იყო ერთგვარი სტრესის მიზეზი. შევეცადეთ, გვქონოდა სწორი კომუნიკაცია და ხშირად ვახსენებდით ერთმანეთს, რომ მთავარია, „ვიყოთ ხაზზე და ვიყოთ ჩართულები აქ და ახლა”.

თანამშრომელთა განწყობის ასამაღლებლად, ვიწვევთ სპიკერებს, ტრენერებს, ვატარებთ მასტერკლასებს. სისტემატურად ვიკვლევთ თანამშრომელთა განწყობას. წელს ჩავატარეთ „ბედნიერების ინდექსის“, „თანამშრომელთა ჩართულობის“ კვლევები, რომლებმაც საკმაოდ პოზიტიური შეფასებები აჩვენა.

მნიშვნელოვან გამოწვევად ისევ რჩება თანამშრომელთა სტრესის დონის მართვა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ჩვენი კორპორატიული კულტურის შენარჩუნება, ამ საკითხებზე ისევ აქტიურად ვმუშაობთ.

რა როლი ითამაშა გუნდის კორპორატიულმა ეთიკამ?

ჩვენი კორპორატიული კულტურა მუდმივად გვეხმარება. საერთოდ, ახალი კადრის აყვანის დროს, პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ არა გამოცდილებას და პროფესიულ უნარებს, არამედ იმას, თუ რამდენად ემთხვევა ჩვენი ხედვები და განწყობები.

„თიბისი ფეის“ გუნდის მთავარი ფასეულობებია შედეგზე ორიენტირებულობა, მოქნილობა, მეგობრულობა, ცნობისმოყვარეობა. . . სწრაფი ტემპიც გვეხმარება – მოწყენის და მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებს სჭირდებათ არავირტუალური კომუნიკაცია, რეალური შეგრძნებები. ბევრი თანამშრომლისგან, ყოველდღიურად, მოდის მესიჯები, რომ ენატრებათ ოფისის გარემო, ერთად მიზნების დაგეგმვა, ყავის დალევა თუ უბრალოდ საუბარი.

როგორია ახალი თანამშრომლების სტატისტიკა?

ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ არამხოლოდ შევინარჩუნეთ, არამედ გავზარდეთ კიდეც თანამშრომელთა რაოდენობა. 2020 წელს 50-მდე თანამშრომელი ავიყვანეთ, საიდანაც 20 ახალი პოზიციაა – უმეტესად, ტექნოლოგიური მიმართულებით. დღესაც აქტიურად ვეძებთ ახალ თანამშრომლებს და ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაიზრდება.

რთული იყო პანდემიის ფონზე ახალი თანამშრომლების პოვნა?

ახალი თანამშრომლების მოძიება ჩვენთვის სირთულე არ ყოფილა. ბევრი ადამიანი იყო ღია ახალი შესაძლებლობებისთვის. სწრაფად გადავეწყეთ „ონლაინ“ რეჟიმზე და თითქმის, ყველა გასაუბრება გავაკეთეთ „ონლაინ“. ამასთან, ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ახალმა თანამშრომლებმა ადაპტაცია სწრაფად შეძლონ.

ზოგადად, „თიბისი ფეის“ ვაკანსიების მიმართ ინტერესი ყოველთვის აქტიურია, რადგან ბრენდის ცნობადობა მაღალია. გვიხარია, რომ გვიცნობენ, როგორც კარგ დამსაქმებელს და სწორი კორპორატიული ეთიკის მქონე გუნდს. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას ვავრცელებთ დასაქმების პორტალებზე თუ სპეციალურ ჯგუფებში, ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან. ასევე, გვაქვს ჩვენი კარიერის გვერდი

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად შევძელით მოვრგებოდით ახალ რეალობას, მიგვაჩნია, რომ ადამიანური ურთიერთობები ძალიან ღირებულია და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„კოინმანია” – კომპანია, რომელიც ციფრული ვალუტის საყოველთაო გავრცელებისთვის შეიქმნა

Inouye Solar Telescope-ის მიერ გადაღებული მზის ლაქის ყველაზე დეტალური ფოტო