„თიბისი ფეის“ აპლიკაციას თანხის მოთხოვნის ფუნქცია დაემატა, რაც ნიშნავს, რომ ამიერიდან განსაკუთრებული ორგანიზატორული უნარების გარეშეც შეგიძლიათ შეაგროვოთ თანხა თანამშრომლის საჩუქრისთვის, კინოში წასასვლელად, საერთო ლანჩისთვის, ბანკეტისთვის ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის, რომელსაც სხვა ადამიანებთან ერთად გეგმავთ.ეს სერვისი საქართველოში ინოვაციურია და როგორც „თიბისი ფეიში“ გვითხრეს, ის საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა.
კლასის შეკრებისთვის, თანამშრომლის საჩუქრისთვის, თუ სხვა საერთო აქტივობებისთვის თანხის შეკრება აქამდე მხოლოდ ზედმეტ თავისტკივილთან ასოცირდებოდა და როგორც წესი, არავის სურს ხოლმე ამ საქმის საკუთარ თავზე აღება. თანხის მოთხოვნა (Money Request) TBC Pay-ს აპლიკაციის ახალი ფუნქციონალია, რომელიც თანხის შეკრების პროცედურას მნიშვნელოვნად ამარტივებს. აქაც, ისევე როგორც თანხის გადარიცხვის ფუნქციონალში, მომხმარებელს მხოლოდ ადრესატის ტელეფონის ნომერი სჭირდება.
უფრო კონკრეტულად, „თანხის მოთხოვნა“ ასე მუშაობს: ფუნქციონალის მეშვეობით მარტივად ხდება იმ ადამიანების ტელეფონის ნომრების მონიშვნა, ვისგანაც თანხის ჩარიცხვა გჭირდებათ. შემდეგ ბიჯზე უთითებთ საერთო მოსათხოვნ თანხას, რომელიც ყველა მიმღებზე თანაბრად გაიყოფა, თუმცა შეგიძლიათ ინდივიდუალურადაც გაწეროთ თანხები. აქვე შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დანიშნულება, რომ მიმღებმა იცოდეს რისთვის თხოვთ თანხის ჩარიცხვას.
დადასტურების შემდეგ თითოეულ მიმღებს მისდის სმს შეტყობინება თანხის მოთხოვნის შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არის აუცილებელი ადრესატი „თიბისი ფეის“ აპლიკაციის მომხმარებელი იყოს. ის თქვენგან ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს კონკრეტულ თანხაზე მოთხოვნას და მას ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით შეეძლება თანხა გადმოგირიცხოთ.
„ამ სერვისის შექმნამდეც და პროცესშიც, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლეთ განსხვავებული საჭიროებების მქონე მომხმარებელთა ჯგუფთან, რომ ზუსტად გვცოდნოდა, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს თანხის მოთხოვნის სერვისმა, მნიშვნელოვანი იყო გამოგვეყო ის პრობლემური საკითხები, რაც აქამდე ქმნიდა დისკომფორტს და რეალურად, ხშირად გამოყენებადი სერვისი შეგვექმნა, რომელიც გარკვეულწილად, სახალისოც იქნებოდა. გარდა ამისა, ბევრი სიახლის დამატებაც გვაქვს გეგმაში, მათ შორის, რესტორნის ქვითრის ატვირთვის და თანხის ამოკითხვის ავტომატური ფუნქცია“, – ამბობს ნუცა, პროდუქტის მენეჯერი.
თანხის შეკრებისას მარტივადაა შესაძლებელი სასურველი ჯგუფების შექმნა. მაგალითად, თანამშრომლების, კლასელების ან კურსელების ჯგუფები, შემდეგ კი, თუ თქვენი ჯგუფი ერთობლივად გადაწყვეტს სადმე წასვლას, წვეულების მოწყობას, ან რომელიმე წევრის დაბადების დღისთვის საერთო საჩუქრის შეძენას, რამდენიმე კლიკით აგვარებთ თანხის აგროვების პრობლემას.
თანხის შეკრება აქამდე სხვა უხერხულობებსაც ქმნიდა. „რთულია ხოლმე ითვალო ვინ ჩაგირიცხა და ვინ ჯერ არა და ამაზე დაკვირვებაც ახლა ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი. აქედანვე შეძლებთ, რომ ვისაც ჯერ არ ჩაურიცხავს, შემახსენებელი SMS გაუგზავნოთ“ – დათო, პროდუქტის მენეჯერი
აპლიკაციას რაც შეეხება, მისი შექმნის გადაწყვეტილება მომხმარებელზე დაკვირვების შედეგია. 2018 წელს შექმნილ ვებგვერდზე, ვიზიტორთა 60% მობილურით შედიოდა, შესაბამისად, საჭირო იყო მათზე მორგებული სერვისის შექმნა. მომხმარებლებზე დაკვირვებითვე გამოყო ძირითადი ფუნქციონალები – სერვისების გადახდა და თანხის გადარიცხვა. თუმცა, როგორც ვხედავთ, აპლიკაცია დღითიდღე უფრო მრავალფუნქციური ხდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი ციფრული საბანკო პროდუქტი გამოჩნდა და კონკურენციაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, როგორც წესი, ეს პროდუქტები ერთი კონკრეტული ბანკის მომხმარებლისთვის იქმნება, მაშინ როცა ხშირად, სხვადასხვა ბანკის ბარათებით ვსარგებლობთ. თიბისი ფეის მომხმარებელი კი შეიძლება სხვადასხვა ბანკის ბარათს ფლობდეს, ან სულაც არ იყოს არც ერთი ბანკის კლიენტი. იმ შემთხვევაშიც კი თუ კი მომხმარებელი არც ერთი ბანკის მომსახურებით არ სარგებლობს, მას შეუძლია შექმნას თიბისი ფეის ელექტრონული საფულე, შეავსოს ის თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან, ნაღდი ფულით, საკომისიოს გარეშე და 1000-ზე მეტი სერვისიდან, სასურველი ონლაინ გადაიხადოს.
„ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ყველა იმ სიკეთეს გააერთიანებდა, რასაც სხვადასხვა საბანკო თუ არასაბანკო ფინანსური აპლიკაცია იძლევა. ძალიან გაგვიმართლა მთელ გუნდს, რომ საშუალება მოგვეცა თავიდანვე ამოვსულიყავით არა ბიზნეს საჭიროებიდან, არამედ მომხმარებლების სურვილებიდან, და ზუსტად ისეთი ე.წ User Journey შეგვექმნა, რომელიც იქნებოდა ინტუიციური“, – მარიამი, პროდუქტის დიზაინერი.
ხშირად მომხმარებლისთვის პრობლემურია შაბათ-კვირას გადარიცხვა, რადგან სტანდარტულ შემთხვევებში, თანხა ანგარიშზე გვიან აისახება. TBC Pay-ს აპლიკაციის მეშვეობით კი ჩარიცხული თანხის ბანკომატიდან გამოტანა მომენტალურად არის შესაძლებელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მოსახერხებელი ფუნქცია,ინტერნეტთან წვდომის გარეშე, აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობაა:
„ბევრი მოხმარებელი ინტერნეტს ასახელებს როგორც ერთ-ერთ ბარიერს, რის გამოც ამა თუ იმ აპლიკაციის მოხმარება ყოველთვის არ არის შესაძლებელი და მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს შეზღუდვაც მოგვეხსნა, გვიხარია რომ მომხმარებლებისთვის TBC Pay-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება მაშინაც, როცა მათ მობილური ინტერნეტი ამოეწურებათ. გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე ეს სერვისი მხოლოდ მაგთის აბონენტებისთვისაა ხელმისაწვდომი.“
აპლიკაციის გადმოსაწერი ბმულები
ANDROID: https://bit.ly/2FKtq0x
IOS: https://apple.co/30kWtBc
[R]