in

TBC PAY-ს ახალი მობილური აპლიკაცია აქვს

დღეს, ე.წ. ტექნოლოგიურ ეპოქაში, „ონლაინ“ სერვისები უცხო აღარავისთვისაა – ვიხდით გადასახადებს, ვახორციელებთ საბანკო თუ სხვა ტიპის ოპერაციებს. ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის მთავარია, მივიღოთ მარტივი და პრაქტიკული მომსახურება, დავზოგოთ დრო და ენერგია. იყო დრო, კომუნალურების გადასახდელად, თავად მომწოდებელი კომპანიების სერვის ცენტრებში დავდიოდით. შემდეგ, ქალაქის ქუჩებში, სწრაფი გადახდის აპარატები გამოჩნდა, საიდანაც მარტივად ვრიცხავდით და ახლაც ვრიცხავთ სხვადასხვა მომსახურების საფასურს. ცოტა ხნის წინ კი, ამ აპარატებმა ჩვენს „სმარტფონებში“ გადმოინაცვლა და იმავეს, უკვე „ონლაინ“ ვაკეთებთ. თუმცა, მომწოდებელი კომპანიები არ ჩერდებიან, პირიქით,  ცდილობენ, მომსახურება მუდმივად დახვეწონ, უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და პრაქტიკული გახადონ. მაგალითად, TBC PAY-ს ვებგვერდთან და გადახდის აპარატების ფართო ქსელთან ერთად, უკვე ახალი მობილური აპლიკაციაც აქვს, რომელიც სხვადასხვა ბანკის მობაილ ბანკთან შედარებით რიგ უპირატესობებს გთავაზობთ.

bog
bog-mob

ამ აპლიკაციით რომ ისარგებლოთ, მარტივი პროცედურები უნდა გაიაროთ – მიუთითოთ თქვენი მობილურის ნომერი, რომელზეც დასტურის 4-ნიშნა კოდს მიიღებთ – რეგისტრაცია ამით დასრულებულია. ავტორიზაციითვის კი ნომრისა და პაროლის მითითება ან „მარტივი ავტორიზაციაა” (პასკოდის ან თითის ანაბეჭდი/Face ID) საჭირო.

„ექაუნთში“ შესვლისთანავე ნახავთ, რომ TBC PAY-ს ახალ აპლიკაციაში ყველა ის მომსახურება და ოპერაციაა, რაც ყოველდღიურად გჭირდებათ. თანაც, თემატურადაა დალაგებული, ამიტომ, მისი გამოყენება, მარტივი, მოსახერხებელი და პრაქტიკულია.

სხვადასხვა ბანკის ბარათით სარგებლობა – მობაილ ბანკებისაგან განსხვავებით, TBC PAY-ის აპლიკაციით ყველა ქართული საბანკო ბარათით ისარგებლებთ. ბარათის სისტემაში მიბმით, ნებისმიერი  გადახდის განხორციელებას უფრო მარტივად შეძლებთ. პირობები ყველა ბანკის მომხმარებლისთვის თანაბარია.

სერვისების გადახდა. აქ, ერთ პლატფორმაზე 1000-მდე მომსახურებაა გაერთიანებული, სხვადასხვა კატეგორიაში: კომუნალური, სატელეკომუნიკაციო გადასახადები, ფინანსური და საბანკო მომსახურებები, სახელმწიფო სერვისები (მართვის მოწმობის გამოცდის დაჯავშნაც კი შესაძლებელია) და პატრულისა თუ პარკინგის მომსახურება. აქვე წარმოდგენილია მრავალი მსხვილი თუ პატარა კომპანია, პრაქტიკულად ნებისმიერ მომსახურებას იპოვნითთიბისი ფეიზე“.  ამ აპლიკაციით განსაკუთრებით მოსახერხებელია სერვისების გადახდა, რადგან ერთხელ გადახდილ მომსახურებაზე, სისტემა იმახსოვრებს თქვენ მიერ შეყვანილ იდენტიფიკატორებს. განმეორებითი გადახდისას პროცესი გამარტივებულია და მის შესასრულებლად რამდენიმე წამი გჭირდებათ. აპლიკაციაშივეაფავორიტი სერვისებიდაშაბლონები“.

 აპლიკაციას მალე დაემატება ქართული გადახდების ბაზრისთვის ინოვაციური ფუნქცია თანხის მოთხოვნა. ამ მომსახურებით შეგეძლებათ ხარჯების განაწილება, მაგალითად, ლანჩის თანხის გასაყოფად ან მეგობრისთვის საჩუქრის თანხის შესაგროვებლად.

ელექტრონული საფულე TBC PAY MOBILE-ს კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ აპლიკაცია მაშინაც კი ხელმისაწვდომია, თუ საბანკო ბარათს არ ფლობთ ან საერთოდ არ ხართ ბანკის მომხმარებელი. „თიბისი ფეის“ ელექტრონული საფულით სარგებლობისთვის საკმარისია დარეგისტრირდეთ/გახსნათ ანგარიში ვებგვერდზე ან აპლიკაციაში და ბალანსი შეავსოთ თიბისი ფეის 3000ზე მეტი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ნაღდი ფულით, ყოველგვარი საკომისიოს გარეშეშემდეგ კი თქვენი საფულით ნებისმიერი სერვისის საფასურსონლაინ“ გადაიხდით. მას სპეციალური განყოფილებიდანჩემი საფულე მართავთ.

ინტერნეტის გარეშე სარგებლობა – აპლიკაცია პრაქტიკულად არ მოიხმარს მობილურ ინტერნეტს (მოიხმარს მხოლოდ სერვისების ლოგოების ჩამოსატვირთად) თუ მობილური ბალანსი ამოგეწურებათ, აპლიკაციის სრული ფუნქციონალი ხელმისაწვდომი რჩება. სერვისი უკვე გააქტიურებულია მაგთის აბონენტებისთვის. მარტიდან კი  ხელმისაწვდომი იქნებაჯეოსელის“ აბონენტებისთვისაც.

TBC PAY-ის ახალი მობილური აპლიკაცია ადაპტირებულია როგორც iOS, ისე Android ოპერაციული სისტემებისთვის, ანუ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, კიდევ სხვა მთელი რიგი უპირატესობებით:

თანხის გადარიცხვა, რომელიც ადრესატთან მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით შეგიძლიათპირდაპირ მობილურის ნომრების წიგნაკიდან. 20 ლარამდე  თანხის გადარიცხვა, უფასოა.

შაბლონები და შეტყობინებები დავალიანების შესახებ აქ სხვადასხვა სერვისისდაშაბლონება“  შეგიძლიათ. თუ რომელიმე მომსახურებაზე დავალიანება დაფიქსირდა, აქვეა SMS შეტყობინებების მიღების ფუნქცია. ასე არც ერთი გადასახადი აღარ გამოგრჩებათ და არც დაგავიწყდებათ.

 ავტომატური გადახდები – აქ შეგიძლიათ, მიუთითოთ სერვისი, რომელზეც სასურველი პერიოდულობით, თანხის გადახდა გსურთ. ერთი დასტურის შემდეგ, გადარიცხვა ავტომატურად ხდება. ეს მომსახურება მოსახერხებელია, მაგალითად, „კომუნალურებისთვის“ მიუთითებთ, რომ ყოველ თვეში, დავალიანების მოსვლისთანავე, ავტომატურად დაიფაროს. ან, მაგალითად, რომელიმე რიცხვში, კონკრეტული თანხა გადაირიცხოს საბანკო ანგარიშზე, სესხზე, საქველმოქმედო სერვისზე და ..

 

[R]

Saatchi&Saatchi Tbilisi-ს კრეატივ დირექტორი ლევან ასათიანი გახდა

„ზოგჯერ, უბრალოდ იცი, რომ სწორად იქცევი“ – „სოკარი“ 2019 წელს აჯამებს