in

“როგორ ხვდება ახალ წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფინ-ტექ კომპანია” – თიბისი ფეიში სიახლეებია

თიბისი ფეის ისტორია 2007 წლიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიამ ბევრჯერ გადადგა გაბედული ნაბიჯები და სწორედ ამიტომ, ესაა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია ქართულ ბაზარზე.

“გადახდები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მიერ შეძენილი პროდუქტები და სერვისები კი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თავად ჩვენ – ვიხდით ბარათით, ნაღდი ფულით, ვრიცხავთ დღეს ან “როცა ხელფასი იქნება”. მაგრამ, ფაქტია, ყველას სხვადასხვა ჩვევა და პრიორიტეტი გვაქვს. სწორედ ამიტომ, თიბისი ფეი დაარსების დღიდანვე ზრუნავს სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლების კმაყოფილებაზე და ასე, ცისფერი ყუთებით დაწყებული ბიზნესი ახლა უკვე ციფრულ სამყაროშიც გადახდების წარმოების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა”.

ხვიჩა სებისკვერაძე, თიბისი ფეის დირექტორი:

დღეისათვის თიბისი ფეი ბაზარს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის, ქეშბოქსებისა თუ თვითმომსახურების აპარატების მეშვეობით. ამასთანავე, კომპანიებს შეუძლიათ საგადასახადო ინსტრუმენტის ინტეგრირება თავიანთ ვებ-გვერდზე, რაც უმარტივებს გადახდის პროცესს როგორც მომხმარებელს, ასევე თავად დამკვეთ კომპანიას. ბანკებისგან განსხვავებით, თიბისი ფეი მხოლოდ გადახდებზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, ჩვენი სერვისიც ბევრად უფრო მეტადაა მორგებული მომხმარებლების გამოცდილებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია საგადასახადო სერვისებით სარგებლობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და ეს კომპანიის ნებისმიერ ნაბიჯში აისახება”.

როგორია თიბისი ფეის სამომავლო გეგმები?

“ჩვენ, როგორც ფინ-ტექ კომპანია, მუდმივ მოძრაობაში ვართ. ახლაც, 2020 წლის პანდემიის დროს შევძელით რესურსების სწორად წარმართვა და გავიზარდეთ კიდეც, როგორც ბიზნესის, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით.

იმედი გვაქვს, რომ 2021 წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და წარმატებული იქნება. იგეგმება სიახლეები კომპანიის სტრუქტურაში, ემატება ახალი დეპარტამენტები და კომპეტენციის ცენტრები. ჩვენ გვაქვს ამბიციური მისია გავხდეთ საუკეთესო ფინ-ტექ კომპანია არამარტო საქართველოში, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. სწორედ ამ მიზნით, თიბისი ფეიში დიდ ცვლილებებს ვიწყებთ.”

გამოწვევებით სავსე 2020 წელს მოყვება გაბედული 2021, რომელიც, როგორც ყველა ვიმედოვნებთ, იქნება სიმშვიდის, პროგრესისა და სასიამოვნო სიახლეების წელი.

 

[R]

„აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას

პანდემიის დროს, ვყიდულობთ იმას, რაც ჩვენთვის ნაცნობია – Harvard Business Review