in

„თიბისი ფეის“ ტექნოლოგიურ გუნდში ახალ წევრებს ეძებენ

„თიბისი ფეი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფინ-ტექ კომპანიაა საქართველოში. თანამედროვე ბანკინგი ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია და „თიბისი ფეი“ ამის საუკეთესო მაგალითია.

როგორ მუშაობს თიბისი ფეი?

თუ დააკვირდებით, საბანკო სერვისები, საქართველოში, ძალიან სწრაფად ვითარდება. სულ რამდენიმე წლის წინ, სახლიდან გაუსვლელად, უმარტივეს გადახდებსაც კი ვერ შეასრულებდით, ახლა „თიბისი ფეის“ ონლაინ პლატფორმაზე 1 000-ზე მეტი სერვისის მიღება არის შესაძლებელი. ჩვენც მშვიდად ვასრულებთ ტრანზაქციებს ლეპტოპით თუ სმარტფონით, ვინაიდან ვიცით, რომ ტექნოლოგიების წყალობით, ყველა ეს სერვისი მაქსიმალურად დაცული და სანდოა.

ფინ-ტექი არის ცოცხალი ინდუსტრია, რომელიც მუდმივად იცვლება და იზრდება. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე გამოცდილი თანამშრომელიც კი ადრე თუ გვიან დგება რაღაც ახალი გამოწვევის წინაშე და ამ დროს, ახალი ხედვა განსაკუთრებით საჭიროა. ამიტომაც, „თიბისი ფეის“ მიზანია, შექმნას ჯანსაღი კორპორატიული გარემო, სადაც, მიუხედავად გამოცდილებისა თუ აკადემიური განათლებისა, ყველას შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოხატვა.

აქ არის თავისუფალი სივრცე მუშაობისთვის, ფიქრისთვის და განტვირთვისთვისაც; აქ ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები ერთნაირად მნიშვნელოვანია, ხშირად ეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ერთმანეთთან და, ზოგადად, საერთო საქმესთან დასაახლოებლად. „თიბისი ფეის“ თანამშრომლები ასევე ერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით და პროფესიულ პროგრამაში, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

ცოტა რამ აქტიური ვაკანსიების შესახებ:

„თიბისი ფეი“ არის თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანია, რომლის ისტორიაც სულ რამდენიმე ათეული გადახდის აპარატით დაიწყო. მოკლე დროში, ამ აპარატების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა, ხოლო სამუშაო გუნდი 300 ადამიანამდე გაიზარდა! რიცხვების მიღმა, ესაა აქტიური და მოქნილი კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად. დღეისათვის, „თიბისი ფეიმ“ უკვე დანერგა ინოვაციური პროდუქტები ბაზარზე და წინ კიდევ ბევრი სიახლეა!

სწორედ ამ სიახლეებიდან გამომდინარე, „თიბისი ფეის“ ტექნოლოგიურ გუნდში ახალ სახეებს ეძებენ. მათ შორისაა ჯგუფის უფროსის, პროექტების მენეჯერის, დეველოპერის და კიდევ ბევრი საინტერესო ვაკანსია.

აქვე გეტყვით, რომ „თიბისი ფეიში“ ეჯაილ სისტემით მუშაობენ. გაითვალისწინე, რომ ყველა პოზიციისთვის აუცილებელია თავისუფალი ხედვა, პრიორიტეტების სწორად დალაგების უნარი და ბევრი ის თვისება, რომელსაც ხშირად ვხვდებით რეზიუმეებში – დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდურად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუკი დაინტერესდი „თიბისი ფეიში“ მუშაობით, მაშინ შენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს! შეიქმნა ახალი გვერდი https://www.tbcpay.ge/career/vacancies, სადაც ნახავ ყველა მიმდინარე ვაკანსიას. თუ აქ მუშაობა ძალიან მოგინდა, მაგრამ ჯერ შენთვის შესაბამისი პოზიცია ვერ ნახე, არ მოგერიდოს, გააგზავნე თავისუფალი განაცხადი და დაელოდე ზარს! 

 

[პარტნიორის კონტენტი]

„ჯი-თი ჯგუფმა“, ახალი პროექტის „future generation” ფარგლებში, პირველი მემორანდუმი გააფორმა

ასტროფესტივალი 2020-ის დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 12 სექტემბერს გაიმართება