in

თიბისის ახალი კონცეფციის ფილიალების კედლები ქართველი ხელოვანების ნამუშევრებით

ახალი კონცეფციის ფარგლებში თიბისიმ თბილისში 6 განახლებული ფილიალი გახსნა. ძველი ფილიალებისგან განსხვავებით, განახლებული ფილიალები უფრო თანამედროვე და მყუდრო დიზაინით გამოირჩევა. ისინი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის ინტერესებსა და კომფორტს.

თანამედროვე დიზაინის ფილიალებში ქართველი ხელოვანების ნამუშევრებს იხილავთ. ისინი მთლიან კედლებზეა დატანილი და საკმაოდ ორიგინალურად ერწყმიან ფილიალების ახლებურ დიზაინს. 4 ნამუშევრის ავტორი გრაფიკული დიზაინერი, გია ბოხუაა.

თუ რატომ გადაწყდა ფილიალების განახლება და როგორ შეირჩა თიბისის კედლებისთვის ნამუშევარი, ამაზე გია ბოხუას და თიბისის ბრენდის ლიდერს, ბეკი ფანცხავას გავესაუბრეთ:

M: რატომ გადაწყდა ფილიალების განახლება?

ფილიალების განახლების პროექტზე მუშაობა 2019 წელს დავიწყეთ, ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან პირველი სივრცეები გაიხსნა. ამ ეტაპზე 6 ახალი ფილიალი უკვე ემსახურება მომხმარებლებს თბილისში. 2021-ში კი რეგიონშიც გამოჩნდება ახალი სივრცეები.

პროექტზე თიბისის გუნდთან ერთად ბრიტანული სააგენტო GEOMETRY მუშაობდა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სივრცეების შექმნაში. ესაა ბრიტანული საერთაშორისო სააგენტო, რომელიც კომპანიებს ეხმარება, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილება შექმნან. მას აქვს ნამუშევარი ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: IKEA, KFC, Philips, Coca-Cola, WWF და ა.შ

თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა და ვცდილობთ, ჩვენს ყველა პროდუქტს თუ მომსახურებას ამ ჭრილში შევხედოთ. მუდმივად ვუსმენთ მომხმარებლებს, ვიღებთ მათგან უკუკავშირს და კომპანიაც შესაბამისად ვითარდება.

ჩვენი მთავარი გზავნილი აქ.ახლაა, რაც მომხმარებლებთან ერთად მათთვის მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, წარმატების გაზიარებას და ცხოვრების გამარტივებას ნიშნავს ნებისმიერ შეხების წერტილში, იქნება ეს ციფრული, თუ ფიზიკური სივრცე.

M: რას მოიცავს თიბისის ახალი კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც განახლდა ფილიალები?

ახალი ფილიალების კონცეფცია მოდულარულობის და სიმარტივის პრინციპზეა აგებული. გარემო მაქსიმალურად მოქნილია როგორც კლიენტებისთვის, ისე თიბისელებისთვის, რაც ფილიალში სტუმრობის გამოცდილებას მაქსიმალურად კომფორტულს, სწრაფს და სასიამოვნოს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიალების განახლება ეფუძნება ახალ – უნივერსალური მომსახურების ბიზნეს მოდელს.

მაქსიმალურად გამარტივებულია მომხმარებლის ნავიგაცია. ახალ ფილიალში იპოვით საცალო, პერსონალური საბანკო და ბიზნეს მომსახურებების სივრცეებს, ასევე ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოიყენოს მოქნილი და მყუდრო საერთო სამუშაო სივრცე.

ყველა ფილიალში არის გამოყოფილი 1 კუთხე, სადაც აგურის კედელზე ქართველი ხელოვანების ნამუშევრებია გადატანილი. ამ ეტაპზე გვაქვს გია ბოხუას და დავით ჩანადირის ნამუშევრები, რომლებიც კონკრეტულ სივრცეებზეა მორგებული და განსაკუთრებით უხდება მათ ხასიათს და გარემოს. ესეც ბრენდის ამბის თხრობის ნაწილია.

გია ბოხუა:

M: როგორი იყო უშუალოდ მუშაობის პროცესი? როგორ და რატომ შეირჩა ის ფერები, რომლებიც საბოლოოდ გამოიყენეთ

ფერებთან დაკავშირებით აბსოლუტური თავისუფლება მქონდა, უბრალოდ ჩემივე მოსაზრებით, ვეცადე, ნაკლებად კონტრასტული კომბინაციები შემემუშავებინა. თითო კედელზე მიახლოვებით 14-15 განსხვავებული ფერია და ყველა ფილიალს სხვადასხვა ფერთა გამა აქვს.

რაც შეეხება პროცესს, პირველ რიგში, არსებული ნამუშევრები კედლის ზომებს მოვარგეთ. შემდეგ ფერთა ურთიერთშესაბამება და პალიტრა განისაზღვრა. ნამუშევრის დამტკიცებიდან დაიწყო ფერების დამზადება. ასევე, ჩვენი მეგობარი კომპანია x-lab-ის დახმარებით, ამოიჭრა შაბლონები, რათა ნამუშევრის ფორმები ცდომილების გარეშე გადასულიყო კედლის ზედაპირზე. შემდეგ ასისტენტ მხატვარს, არაჩვეულებრივ ირაკლი გაბეცაძეს გადაბარდა პროცესი. ირაკლიმ შაბლონების მეშვეობით და ზუსტი ზომების დაცვით კედელზე ააგო ნამუშევარის სილუეტი, რის შემდეგაც დაფერა ისე, რომ ხაზები გამართული და ზუსტი გამოსულიყო.

M: როგორ დააკავშირეთ მსგავსად ფერადი ნამუშევარი თიბისის განახლებული ფილიალების კონცეფციას

ბრენდები ცდილობენ, ერთ ფერზე მიბღაუჭებას იმის გამო, რომ მათი იდენტიფიკაცია მოხდეს სწრაფად და ეფექტურად. ამ მეთოდს, რასაკვირველია, აქვს ფუნქციური დატვირთვა, თუმცა, რიგ შემთხვევებში ესთეტიკა ზარალდება, ვინაიდან მხოლოდ ერთი ფერით აქტიურობა გარკვეული დროის განმავლობაში თვალისთვის მოსაბეზრებელი ხდება.

მე მოხარული ვიყავი, რომ თიბისიმ, ექსპერიმენტის სახით, თავისუფლება მომცა ფერთა არჩევანში. ამან ფილიალის ინტერიერში გარკვეული ამაღლებული ვიბრაციები შეიტანა, რაც, საბოლოო ჯამში, ხანმოკლე ვიზიტორისთვის სასიამოვნო გამოცდილებად გარდაიქმნება.

M: იყო თუ არა რაიმე სირთულე მუშაობის პროცესში?

გარკვეულ სირთულეებს შევეგებეთ ფერთა შერევის პროცესში, თუმცა, ეს ადვილად მოგვარებადი გახდა ფერების მინიმალური მოდიფიკაციების შედეგად.

როგორია მომავალი შენს მაჯაზე? – Apple Watch-ის რეკლამები

რა უნდა ქნას ბარის მფლობელმა, უეცრად ტბიდან თევზებმა რომ იწყონ ფრენა? – ადაპტაციის 3 ამბავი