in

როგორ შეგიძლია მოიგო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური თიბისისა და MasterCard-ის გათამაშებით?

სექტემბერი რაგბის გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი დროა! ისინი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ემზადებიან! თუკი რაგბის სიყვარული მოსვენებას არ გაძლევთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – შეგიძლიათ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიგოთ. თიბისიმ, რომელიც რაგბის კავშირის ოფიციალური მხარდამჭერია, საჩემპიონატო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, Masterჩard-თან ერთად, მასშტაბური კამპანია წამოიწყო. MasterCard-თან ერთად, თიბისი პარიზში დაგეგმილი ჩემპიონატის 8 საგზურს გაათამაშებს. საგზური მოიცავს სამდღიან ვიზიტს პარიზში, ავიაბილეთებს, სასტუმროს, სამჯერად კვებას, სტადიონზე დასასწრებ ბილეთსა და ტრანსფერს. „ერთად გავიმარჯვებთ!“ – ასეთია ჩემპიონატის ფარგლებში შექმნილი სლოგანი, რომლის გამოყენებითაც შეიქმნა ახალი  ვიზუალური სტილი და MasterCard-ის ციფრული ბარათი.

გათამაშების ფარგლებში, სულ თამაშდება 450 ცალი პრიზი. 2 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპტიონატის ნახევარფინალის მატჩზე, 6 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის – საქართველო ავსტრალიის მატჩზე, 200 ერთეული საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური მაისური, 200 ცალი ხელმოწერილი რაგბის ბურთი, 42 ცალი რაგბის ოფიციალური კეპი.

გათამაშების წესები მარტივია:

გათამაშებაში გასამარჯვებლად, საჭიროა გქონდეს თიბისის ციფრული ბანკი. 5 ივლისიდან 23 ივლისამდე გაიაქტიურო Matercard-ის რაგბის ციფრული ბარათი და ამავე პერიოდში, ციფრული ბარათით განახორციელო ტრანზაქციები თიბისის ტერმინალებზე. ტრანზაქციების ჯამური მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 ლარს, იმისათვის რომ გადახვიდე ფინალურ ეტაპზე. ონლაინ არხებში გადახდილი ტრანზაქციები, არ ჩაითვლება. ფინალში, აუცილებელია დათქმულ დროს (29 ივლისს 12:00 საათი) – ჩაერთო მარათონში და უმოკლეს დროში სწორად უპასუხო რაგბთან დაკავშირებულ 10 შეკითხვას.

კითხვებზე პასუხი თანმიმდევრობით უნდა გასცე. მარათონს დაიწყებ პირველი შეკითხვით და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ მომედვო კითხვაზე გადახვალ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მიიღებ 3 წუთიან ჯარიმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წუთის განმავლობაში იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებ. თითოეულ კითხვაზე პასუხის მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველ არასწორ მცდელობაზე 3 წუთიანი ჯარიმა თავიდან დაგერიცხება.

თიბისისა და ქართულ რაგბს წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლებში კი სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების სიმბოლოდ იქცა.

M: 2015 წლიდან, თიბისი რაგბის მხარდამჭერია. ამ წლების განმავლობაში, როგორ გაიზარდა ინტერესი ახალ თაობაში რაგბის მიმართ?

საშა მაყაშვილი: საჩემპიონატო სეზონთან დაკავშირებით, მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია. არაერთი წელია, რაგბი ძალიან წარმატებული სპორტია საქართველოსთვის. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა და იმედი გვაქვს, წელს, კიდევ უფრო წინ შევძლებთ ნაბიჯის გადადგმას და უფრო მეტ თამაშს მოიგებს საქართველოს ნაკრები. 2015 წლიდან ვართ მხარდამჭერები და ეს მეგობრობა მიზნად ისახავს, რომ რაგბის კავშირთან და გუნდთან ერთად, რაგბის პოპულარობას შევუწყოთ ხელი. ამის უმთავრესი ხიბლი ის ფასეულობებია, რაზეც სპორტის ეს სახეობა დგას. გარდა იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზებს, ეს მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში რაგბის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისთვის.

M: რა მიზანს ისახავს რაგბის კამპანია?

საშა მაყაშვილი: სპორტის სახეობისადმი ინტერესს გუნდის წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობებს. ამასთან, ნაკრებს რეგულარულად ემატებიან ახალი მოთამაშეები. პარტნიორობის დასაწყისიდანვე, თიბისის დიდი სურვილი იყო, ადამიანებში რაგბის მიმართ ინტერესი გაგვეძლიერებინა და ყოველ თამაშზე სტადიონი სავსე ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სხვა სპორტთან შედარებით, რაგბის წესები შეიძლება რთულად მოგვეჩვენოს, მიზნად დავისახეთ მისი კულტურა ახლოდან გაგვეცნო საზოგადოებისთვის და ის ყოველდღიური დისკუსიის თემად გვექცია. რაგბის ჩემპიონატის გათამაშების მიზანია, მეტი ყურადღება მიაპყროს ამ მოვლენას და უფრო მეტი გულშემატკივარი შემოკრიბოს ჩვენი გუნდის გარშემო.

გათამაშების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ერთი მხრივ, იზრდება მომხმარებლის ინტერესი, მეორე მხრივ, ადამიანებს მოსწონთ სახალისო, გასართობ აქტივობებში მონაწილეობა. ეს ბრენდს კონკრეტული მოვლენის გარშემო უფრო მეტი ღირებულების შექმნაში ეხმარება. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ გათამაშებით და საჩემპიონატო სეზონისთვის კიდევ არაერთ აქტივობას ვამზადებთ.

M: როგორ შეუძლიათ მსურველებს კამპანიაში ჩართვა?

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში: Mastercard-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუფასებელი გამოცდილებები შეუქმნას. სპორტის, მუსიკის, მოდისა და სხვა სფეროების გამორჩეულ ღონისძიებებზე ხშირად შეხვდებით Mastercard-ის უნიკალურ შეთავაზებებს, ფასდაკლებებსა თუ საჩუქრებს. გვიხარია, რომ თიბისისთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე პატივსაცემი და საყვარელი სპორტის მხარდამჭერები ვართ, დარწმუნებულები ვართ, რაგბის გულშემატკივრები და მოყვარულები აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენს კამპანიაში და მათგან განსაკუთრებით იღბლიანები საქართველო-ავსტრალიის მატჩზე დასწრებასაც შეძლებენ. გამარჯვებისთვის აუცილებელია Mastercard-ის დიჯიტალ რაგბი ბარათის აღება და აღნიშნული ბარათის გამოყენებით გადახდების ხშირად შესრულება. იმედია ჩვენი გუნდი გამარჯვებებით გაგვანებივრებს, ჩვენ კი ვეცდებით ხშირად გავახაროთ ბორჯღალოსნების გულშემატკივრები.

[R]

ლიბერთიმ იპოთეკურ სესხებზე ახალი აქცია დაიწყო

OpenAI „სუპერინტელექტუალი“ AI-ის საფრთხეებზე საუბრობს — რას აპირებს კომპანია?