in

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS-ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის სალარო ტერმინალით სარგებლობას მეწარმეები სრულიად უფასოდ, ყოველთვიური  საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებენ. ტერმინალზე თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდის საკომისიო კი მხოლოდ 1% იქნება.

სალარო ტერმინალით სარგებლობა პირველი 6 თვის განმავლობაში ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის სრულიად უფასოა. სპეციალური შეთავაზება იმ მეწარმეებზე გავრცელდება, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინალებით არ სარგებლობენ და სალარო ტერმინალს 23 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეიძენენ.

რა უპირატესობები აქვს თიბისის სალარო ტერმინალს:

თიბისის სალარო ტერმინალის მოწყობილობაში გაერთიანებულია პოს-ტერმინალისა და სალარო აპარატს ფუნქციები, რომლითაც საბარათე და სალარო ტრანზაქციების შესრულება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი. ამასთანავე, სალარო ტერმინალი დამატებით სხვა უპირატესობებითაც გამოირჩევა:

  • ნაკლები დანახარჯი – ორი მოწყობილობა ერთ ტერმინალში;
  • აღრიცხვის გამარტივებული პროცესი;
  • ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება;
  • ე.წ. ,,თიფის’’ მიღების შესაძლებლობა;
  • არასწორი ტრანზაქციის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება სწრაფად და მარტივად.

„თიბისი ბიზნესების N1 მხარდამჭერია. მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესების წარმომადგენლებს გავუმარტივოთ ყოველდღიური საქმიანობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები/სერვისები შევთავაზოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სალარო ტერმინალების სპეციალური შეთავაზებაც. დარწმუნებული ვარ, სიახლე არაერთ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაიმარტივოს გადახდების პროცესი და შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს”, – დავით მესხიძე, გადახდების ლიგის ლიდერი. 

სალარო ტერმინალისა და შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ წარმოვაჩინოთ კომპანიის ბრენდი ეფექტურად LinkedIn-ზე?

სილქ დეველოპმენტი წინანდლის ფესტივალის გენერალური სპონსორია