ნოემბრის ბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ შავი პარასკევის აქციები უკვე დაიწყო და, რა თქმა უნდა, ამ საერთო მზადებას თიბისიც შეუერთდა, ბრენდი, რომელიც ყოველთვის დგას თავისი მომხმარებლის სურვილების სადარაჯოზე.
წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების პერიოდში, 29 ნოემბერს თიბისი განსაკუთრებულ აქციას გთავაზობთ – 100-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მთელი საქართველოს მასშტაბით, ისედაც ფასდაკლებულ ნივთს რომ შეიძენთ, ამას დაემატება საჩუქარი თიბისისგან, კერძოდ – გადახდილი თანხის 30% ანგარიშზე დაგიბრუნდებათ. აქვე ისიც უნდა გახაროთ, რომ ქეშბექი არ ვრცელდება ერთ-ორ კატეგორიაზე, არამედ ის მოიცავს ფართო ასორტიმენტს, როგორიცაა: სახლის ნივთები, ტექნიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები და ონლაინშოპინგი.
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე. შეთავაზებების დაგეგმვის დროს, ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან თარიღებს და ვცდილობთ, სწორედ ამ პერიოდში, მათზე მორგებული განსაკუთრებული და ხელშესახები სარგებელი შევქმნათ. შეთავაზებებით ვცდილობთ, მომხმარებელს დავუზოგოთ თანხა და დრო, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილება კი ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია.
M: რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა ქეშბექით სარგებლობისთვის, რა რჩევებს მისცემდით?
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ შერჩეული ობიექტების ნებისმიერ ფილიალში. ამიტომაც, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რომ შეარჩიონ სასურველი, მათთან ახლოს მყოფი ფილიალები და დროის დაზოგვის მიზნით, ამ ფილიალს ეწვიონ.
ქეშბექის მისაღებად აუცილებელია გადახდა თიბისის POS ტერმინალზე გაახორციელონ, ხოლო დასაბრუნებელი თანხა აესახებათ ერთგულის ყულაბაში, საიდანაც თანხის გადატანა შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე, ნებისმიერი მიზნობრიობით.
აქციით დაინტერესებულ მომხმარებლებს იმასაც გაცნობებთ, რომ გადახდა შეგიძლიათ თიბისის ნებისმიერი სადებეტო და საკრედიტო ბარათით, ჯამში, მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კი მაქსიმუმ 200 ლარის დაბრუნებას შეძლებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის არაა აუცილებელი მაინცდამაინც ფიზიკურად მისვლა საშოპინგოდ, რადგან ონლაინმაღაზიაში თიბისით გადახდითაც იგივე ქეშბექი ამოქმედდება.
თიბისის გუნდს სწამს, რომ შავი პარასკევის ფასდაკლებები კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება მათი მომხმარებლებისთვის, მომხმარებლის კმაყოფილება კი ბრენდის პრიორიტეტია.
[R]