in

რას გულისხმობს თიბისისა და სილქნეტის ერთობლივი შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის?

თიბისიმ და სილქნეტმა, თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი შეთავაზება მოამზადეს, რომლით სარგებლობაც მოსწავლეებისა და სტუდენტების ბარათით იქნება შესაძლებელი. შეთავაზება, რომელიც ხუთი ტიპის პაკეტს მოიცავს, MySilknet-ის აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი: 5000 MB | 30 დღე | 7 ₾, 12000 MB + Chat Pack | 30 დღე | 11 ₾, ულიმიტო ინტერნეტი | 30 დღე | 25 ₾, 300 ადგილობრივი წუთი, 5000 MB, ულიმიტო SMS | 30 დღე | 10 ₾, 500 ადგილობრივი წუთი, 12000 MB, ულიმიტო SMS და Setanta Sports |
30 დღე | 25 ₾. როგორ შემუშავდა შეთავაზება, როგორაა მისი შეძენა შესაძლებელი და რა მნიშვნელობა აქვს ამ თანამშრომლობას თიბისისა და სილქნეტისთვის, ნია გვარამია და ირაკლი ქერდიყოშვილი გვესაუბრნენ.

M: როგორ შედგა პარტნიორობა სილქნეტსა და თიბისის შორის?

ნია გვარამია (თიბისი): სილქნეტთან პარტნიორობა მოსწავლეების აპლიკაციის hi app-ის ფარგლებში დავიწყეთ. hi app-ის მომხმარებლებს ინტერნეტ პაკეტის შეძენა შეეძლოთ სილქნეტის და თიბისის ერთობლივი განსაკუთრებული ტარიფით. პარტნიორობა იმდენად წარმატებული გამოდგა და მოთხოვნა სეგმენტის მხრიდან იმდენად დიდია, გადავწყვიტეთ შეთავაზებები უფრო გაგვემრავალფეროვნებინა და თანაც, მასზე წვდომა მოსწავლეებისთვისაც მიგვეცა და სტუდენტებისთვისაც.

M: რას გულისხმობს შეთავაზება და როგორაა შესაძლებელი მისით სარგებლობა?

ირაკლი ქერდიყოშვილი (სილქნეტი): შეთავაზება მოიცავს როგორც ინტერნეტსა და სასაუბრო დროს, ისე კომბინირებულ პაკეტებსსასურველი შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი MySilknet აპლიკაციიდან, თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ბარათით შეძლებს. შეთავაზების კონცეფციის შემუშავებისას, გავითვალისწინეთ ახალგაზრდების საჭიროებები და შევთავაზეთ ხელმისაწვდომი ტარიფი მაღალი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებზე და იმ კომბინაციებზე, რასაც ისინი აქტიურად გამოიყენებენ.

M: მიმოვიხილოთ, ვინ არის შეთავაზების სამიზნე სეგმენტი?

ირაკლი: ამ აქციის სამიზნე აუდიტორია სტუდენტები და მოსწავლეები არიანახალგაზრდა თაობა აქტიურად იყენებს ინტერნეტს სწავლისთვის, შემეცნებისთვის, კომუნიკაციისა და გართობისთვის. ამიტომ მათ სასწავლო წლის დაწყებისთანავე შევთავაზეთ სხვადასხვა კომბინაცია, რომელსაც ახალგაზრდა მომხმარებელი საჭიროების მიხედვით გაიაქტიურებს და მოირგებს.

M: რა გაითვალისწინეთ შეთავაზების სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებისას?

ირაკლი: შეთავაზების კონცეფციის შექმნისას, აქცენტი ინტერნეტის მოცულობაზე გავაკეთეთ, რათა სტუდენტებსა და მოსწავლეებს საშუალება მივცეთ ყოველდღიურ გამოწვევებს მარტივად გაუმკლავდნენ, ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა ციფრულ ეკოსისტემაზე. ჩვენი მიზანია ახალ თაობაში ციფრული განვითარების მხარდაჭერა და ინტერნეტ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

M: თიბისისთვის რით იყო საინტერესო ეს კონკრეტული შეთავაზება, სეგმენტიდან გამომდინარე?

ნია: თიბისისთვის უკვე დიდი ხანია ახალი თაობა სტრატეგიული მნიშვნელობის სეგმენტს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათთვის რელევანტური პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შექმნა. ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი სურვილები და ეს შეთავაზებაც არ იყო გამონაკლისი. დავინახეთ მომხმარებლის დაინტერესება და ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ პირველი ერთობლივი შეთავაზების დროს.

M: როგორ შეაფასებთ თიბისისა და სილქნეტის თანამშრომლობას და
როგორ იგეგმება მომდევნო ერთობლივი ნაბიჯები?

ნია: თანამშრომლობა ძალიან საინტერესოა, გამორჩეულად სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციაა ჩვენ შორის, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს საერთო მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ. ვფიქრობთ, ამ შეთავაზების შემდეგ მსგავსი ერთობლივი ინიციატივები მომავალშიც გვექნება.

ირაკლი: თიბისისა და სილქნეტის თანამშრომლობას ხანგრძლივი და წარმატებული პარტნიორობის ისტორია აქვს, რომლის ფარგლებშიც არაერთხელ განხორციელდა ერთობლივი პროექტები. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის კოლაბორაციით შეგვიძლია მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი და საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ და მეტ სერვისზე გავზარდოთ ხელმისაწვდომობა. არსებული აქცია გვეხმარება ახალგაზრდა მომხმარებლებზე ვიზრუნოთ და შევუქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებები.

[R]

ტოქსიკური რჩევები და ყალბი ფიტნესსამყარო Virgin Active-ის კამპანიაში

თბილისში Zadig&Voltaire-ის პირველი მონობრენდული მაღაზია იხსნება