in

თიბისი ბიზნესისთვის, არსებული გამოწევების ფონზე, სტარტაპ საწარმოების დაფინანსებას იწყებს

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“დამწყები ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს და არსებული გამოწვევის ფონზე, ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალ ფინანსურ პროდუქტს – სტარტაპ საწარმო სესხს ქმნის.

შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს დღეიდან შეუძლიათ და მის ფარგლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალურად, მომხმარებლის საჭიროებიდან და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა/გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. ფრენჩაიზინგის გადასახადების დაფარვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა „სტარტაპერის“ ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა  წარადგინოს. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა „სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებშიც“, რაც  სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს. გარდა ამისა, 500 000 ლარამდე მოცულობის სესხით სტარტაპერები დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე ისარგებლებენ.

სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე.

 

[R]

როგორ, ან რატომ მუშაობენ რობოტები TBC Pay-ში და რას ცვლის ეს კომპანიაში

რა სფეროებია აქტუალური სტარტაპ საქმიანობის დასაწყებად?