in ,

მეტი დრო ცხოვრებისთვის – TBC Status-ის ახალი რეკლამა

თიბისი სტატუსის სერვისის მთავარი მამოძრაველი კონცეფცია – ნაკლები ბანკია. ის საშულებას აძლევს მომხამრებელს, მიიღოს ყველა ის ფინანსური სერვისი, იმ დროსა და გარემოაბაში, რომელიც პირადად მას სჭირდება და საშუალებას აძლევს მეტი დრო დახარჯოს თავისთვის საყვარელ საქმეზე.

სტატუსის ახალ საიმიჯო ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო “Holmes & Watson”-მა იმუშავა,  რეჟისორი – გიორგი პოპიაშვილია.
გიორგი პოპიაშვილი

“კლიპის მიზანი იყო, გვეჩვენებინა მთავარი სარგებელი, რასაც თიბისი სტატუსი ჰპირდება მომხმარებელს. საბანკო პროცედურებისა და რუტინისგან მაქსიმალურად გათავისუფლებულებს მეტი დრო რჩებათ ცხოვრებისთვის.
თუ ადამიანი სარგებლობს თიბისი სტატუსის მომსახურებით, მას მშვიდად და უსასრულოდ შეუძლია აკეთოს ის, რაც უყვარს, დაუთმოს მეტი დრო დასვენებას, რელაქსაციას და ენერგიით დამუხტული, განახლებული ძალებით მიუბრუნდეს საქმეს.  იდეაც სწორედ ეს იყო, რომ შთამბეჭდავი, ვიზუალური მეტაფორით გვეჩვენებინა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვისაც აქვთ საშუალება ბანკის ფილიალებში სირბილისა და რიგში დგომის ნაცვლად, დრო დაუთმონ იმას, რისი კეთებაც მათ სიამოვნებას ანიჭებს.”

 

მუსიკის ავტორია ნიკა მაჩაიძე.

„კადრირების ნახვის შემდეგ, პირველი ასოციაცია, რაც გამიჩნდა იყო „უსასრულობა“. მუსიკის შექმნის ინსპირაცია კი მინიმალიზმი, ნეო კლასიკა, კონკრეტულად კი მაქს რიხტერი იყო . რამდენიმე მთავარი ფრაზა გავაკეთე და შემდეგ ეტაპზე უკვე ტუსიათან (ნატალია ბერიძესთან) ერთად განვაგრძე მუშაობა.“

 

Credits:
Creative Director: Nikusha Antadze
Senior Art Director: Gio Kvlividze
Art Director: Meri Giorgobiani
Copywriter: Davit Babiashvili
Account Team: Solo Tsitsuashvili, Masho Tevdorashvili
Director: Giorgi Popiashvili
DoP: Goga Devdariani
Gaffer: Vazha Aprasidze
Set Design: Polina Rudchik
Costume Design: Ika Bobokhidze
Costume Assistant: Omar Gogichaishvili
Casting Manager: Misha Apkhazava
Casting Manager Assistant: Sopo Qobachishvili
Make Up Artist: Veriko Bedeladze
Making of: Buro
Music composed by: Nika Machaidze
Sound Design: Gvaji
CG Artists: Irakly Zurabishvili; Pikria Mamatsashvili; Luka Labadze
Color Correction: Levan Amashukeli
Executive Producer: Dimitri Sharashidze
2nd Producer: Tatia Tabutsadze
Post-Production Producer: Buro

ჩემოდნის ეტიკეტი, როგორც არაჩვეულებრივი გზამკვლევი უცხო ქვეყანაში – ავიაკომპანია KLM-ის სასარგებლო პროდუქტი

MokuMoku სტუმრად პროექტში “მუსიკასთან ახლოს”