in

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.

წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი გახდა და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს.

ვიზიონერი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიის შერჩევასა და კარიერული მიზნების დასახვაში.

ამ მიზნით, ვიზიონერი სტუდენტებს სამ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს, რომლებიც სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის მათი ინტერესების იდენტიფიცირებას და არჩეულ სპეციალობებში პროფესიულ რეალიზებას უზრუნველყოფენ.

აბიტურიენტებს ვიზიონერში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობაც ეძლევათ, ხოლო უნივერსიტეტში საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში – სწავლის დაფინანსების გარანტია ეძლევათ.

პროფესიული თვითგამორკვევისა და კარიერის დაგეგმვის მხრივ, ვიზიონერმა 2 პროექტი განახორციელა: კარიერული ორიენტაციის ღონისძიება და HR მენტორინგის პროგრამა “UP – U Pathfinder”. Ეს პროექტები შექმნილია ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სრული პოტენციალის გამოვლენის მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდებს შეუძლიათ, ეწვიონ ვიზიონერის ვებგვერდს ან სოციალურ ქსელებს და გაუგზავნონ ფონდს თავიანთი მონაცემები. ვიზიონერი მოუთმენლად ელის აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და საკუთარი უნარების რეალიზებისთვის საჭირო მოტივაცია აქვთ.

[პარტნიორის კონტენტი]

Earned Media Value – ის, რაც ყველა გუნდმა უნდა იცოდეს!

„თეგეტა ჰოლდინგი“ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის საკონცერტო სეზონის მხარდამჭერია