საახალწლო განწყობა და სამზადისი 8 მმ-იან ფირზე აღბეჭდეს. შემდეგ, კი, სადღესასწაულო ჯადოსნობის ორი წუთის სახით გაგვიზიარეს. ცოტა ხნით, ბავშვობაში გადაგვისროლეს, იმ დროში, როდესაც კადრს დღევანდელი ციფრული სისუფთავე, ჯერ კიდევ, არ ახლდა. „სულ შენთანაა“ – ამ გზავნილით, 2022 წელს, თიბისი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, საქართველოს რეგიონებში შეეგება. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გარემო აირჩიეს და გადაწყვიტეს ყველაფერი, ზუსტად ისე, დოკუმენტური სახით გადმოეცათ, როგორც ამ ადგილებში იციან. თუკი, ვიდეორგოლის ჯადოქრობა ჯერ არ გაგიზიარებიათ, გირჩევთ უყუროთ, შემდეგ კი, ინტერვიუს ჩაუყვეთ, სადაც ვიდეორგოლის შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო პროცესზე გვიყვება.

მერი გიორგობიანი, არტ-დირექტორი: „ეს ის შემთხვევაა როცა ბრიფი უბრალოდ დოკუმენტი არაა და პირიქით ინსპირაციას გაძლევს. სურვილი, რომ ვიდეორგოლი ყოფილიყო არა ხელოვნური, არ გამოგვეყენებინა მსახიობები და მაქსიმალურად დავრჩენილიყავით ნამდვილები, მარტივად ავიტაცეთ მე და პოპიკამ. Super 8 ფირის კამერა კი საუკეთესო ხელსაწყოა ამ ყველაფრის მისაღწევად.
თან ერთხელ უკვე გამოვცადეთ ფირის ჯადოქრობები და ძალიან მოგვინდა კიდევ ერთხელ გვეცადა, ახლა უკვე ზამთარში.“

გიორგი პოპიაშვილი, რეჟისორი: „ჩვენი მიზანი იყო, გვეჩვენებინა ახალი წლის აღნიშვნა. ბრიფი ძალიან კარგად ერგებოდა იმას, რაც მე და მერიმ ერთხელ უკვე გავაკეთეთ თიბისი კონცეპტისთვის. მაშინ 8მმ-იანი ფირით გადავიღეთ საზაფხულო განწყობის ვიდეო. მოცემულობისა და დროის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, იმავე ტექნიკით გადაგვეღო ვიდეორგოლი. ფროდაქშენის გუნდთან ერთად დავგეგმეთ ლოკაციები. ვეცადეთ, მრავალფეროვანი გარემო გვეჩვენებინა: ურბანული მხარე, თოვლიანი გარემო და სოფელი. ასე ავირჩიეთ ქუთაისი, უშგული და სამეგრელოს სოფელი ჩხორია.
მივხვდით, რომ ყველაზე ნამდვილი სცენები მინიმალური ჩარევისას გამოდის. უბრალოდ, ინიცირებას ვუკეთებდით პროცესებს. ვიდეორგოლის მონაწილეებს ვუთხარით, მოქცეულიყვნენ ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებისამებრ ემზადებიან ხოლმე სადღესასწაულოდ და ზეიმობენ ხოლმე შობა-ახალ წელს. ასეთი იყო სამუშაო პროცესი ყველგან.“
M: რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი?
მერი გიორგობიანი: „ამ კამპანიაში ის მომწონს, რომ ასე პირდაპირ არაფერს ამბობს. გვახსენებს რომ ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ადამიანები, მარტივი ცხოვრება და სიყვარული. ამ ქაოსში სადაც ყველა რაღაც ნიღაბში ვცხოვრობთ, სასიამოვნო ნოსტალგიას იწვევს ნამდვილი ურთიერთობებისა და სიყვარულის ჩვენება. ზოგჯერ, არაფერია სათქმელი, უბრალოდ უნდა იგრძნო. მგონია, რომ ამ გრძნობამ ყველასთან გაიელვა, ვინც ვიდეორგოლი ნახა.“
M: თქვენი თქმით, მრავალფეროვანი გარემოს ჩვენება გსურდათ. როგორ შეარჩიეთ ადგილმდებარეობა ვიდეორგოლის გადასაღებად?

ბაჩო მებურიშვილი, აღმასრულებელი პროდუსერი: „ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული გარემო ავირჩიეთ. ყოველი მათგანი ძალიან საინტერესო და კონტრასტული იყო: უშგული, თავისი ხასიათითა და ბუნებით, ქუთაისი – ქალაქური გარემოთი, ახალგაზრდებითა და სამეგობრო წრით, სრულიად განსხვავდება, მაგალითად, თბილისური საახალწლო განწყობისგან და სამეგრელო, რომელსაც ეთნოგრაფიულობა გამოარჩევს – წინასაახალწლო სამზადისი, ტრადიციები.“
M: როგორი იყო გადაღების პროცესი?
ბაჩო მებურიშვილი: „გადაღების პროცესში მთავარი კრიტერიუმი იყო, გვეპოვნა ადამიანები, რომლებისგანაც ბუნებრივ ემოციებს მივიღებდით. ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანი. კამპანიის იდეაც ხომ ესაა „სულ შენთანაა“ და ის ნებისმიერ ადამიანთან არის. მთავარი იყო, არ დაგვერღვია ადამიანების ბუნებრივი გარემო. გადაღებაც უჩვეულო გზით ხდებოდა – საქართველოში ძალიან იშვიათია ფირით გადაღება. ამას გარდა, რაკი დოკუმენტური ვიდეოს გადაღება იყო, კამერა თავად იყო პერსონაჟი და სიტუაციაში ჩართული იყო. ფირის კამერამ ვიდეოს ბუნებრივობა, ნოსტალგიურობა და ჯადოსნური განყობა შესძინა.
მთლიანმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. საკმაოდ შეზღუდულ დროში უნდა მოგვესწრო ყველაფერი, რაც საორგანიზაციო მხარეს მნიშვნელოვნად ართულებდა. დროის ფაქტორი იყო იმ კუთხითაც, რომ უნდა ჩამოგვეტანა ფირი, გადაგვეღო, გასამჟღავნებლად და გასაციფრულებლად გაგვეგზავნა გერმანიაში, შემდეგ, დაგვემონტაჟებინა. მთლიანმა გუნდმა იდეალურად იმუშავა და მათი ნაშრომის მშვენიერი ნაყოფი მივიღეთ შედეგად.“
M: მერი და გიორგი, ფირით ერთობლივად აქამდეც გიმუშავიათ. რით იყო განსხვავებული ეს გამოცდილება?
მერი გიორგობიანი: „პოპიკასთან, როგორც ზემოთ ვახსენე უკვე ერთხელ ვიმუშავე super 8 ის ფირის კამერით. ზოგადად საოცარი პროცესია, განსხვავებით სტანდარტული გადაღებებიდან.
კამერა პატარაა, გადამღები ჯგუფი მცირე, რაც ძალიან ოჯახურ და მეგობრულ ატმოსფეროს ქმნის. სადღაც გავიწყდება კიდეც, რომ რეკლამას იღებ იმდენად ბუნებრივი და მეგობრული გარემოა.
უდიდესი მადლობა თიბისის, ბრიფების დედოფალს – ბეკის, ბაჩო მებურიშვილსა და მის გუნდს ამ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის.“
M: რა ხიბლი აქვს ფირის კამერით გადაღებას, რამაც ამჯერადაც გადაგაწყვეტინათ ამ ფორმატში მუშაობა?
გიორგი პოპიაშვილი: „ფირით გადაღების ტექნიკის ხიბლი, ალბათ, ჩვენი ბავშვობიდან მოდის. იმ ძველ, უხმო გამოსახულებებს, ფირის ფაქტურას ნოსტალგიური განწყობა ახლავს. ამავდროულად, ციფრული სუფთა გამოსახულების კონტრასტს ქმნის. როცა ფირით გადაღებულ ამ ვიდეოს უყურებ, რაღაცნაირად, ნამდვილ შეგრძნებებს აღვიძებს. „გაპრიალებული“ ახალი წლის ნაცვლად, ნამდვილი ახალი წლის ჩვენება გვსურდა.
ფირით გადაღებას დიდი აზარტი ახლავს თავს. ყველაფერს ითვალისწინებ, მაგრამ დანამდვილებით მაინც არ იცი, რა გამოვა საბოლოოდ. ტექნიკურადაც, ფირს აქვს რაღაც ისეთი სიღრმე, ხასიათი თუ ემოცია, რაც ციფრულ კამერას არ აქვს. საბოლოო ჯამში, ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობა – იმდენად არასტანდარტული, რომ აღარ გვინდოდა დასრულებულიყო ეს პროცესი.“
Credits:
ვიდეო:
არტ დირექტორი: მერი გიორგობიანი
წარმოების კომპანია: Enkeny Films • ენკენი ფილმს
აღმასრულებელი პროდუსერი: ბაჩო მებურიშვილი
ლაინ პროდუსერი: სოფიო ბენდიაშვილი
წარმოების მენეჯერი: სოფო ორჯონიკიძე, ქეთა ლომსაძე, თეკლა მაჭავარიანი, გიორგი ერიქაშვილი
წარმოების ოფისის ასისტენტი: მარიკა ხიდირბეგიშვილი
წარმოების ბუღალტერი: ლელა ალთუნაშვილი
იურისტი: ნანუკა ჭკუასელი
ლოკაციის ასისტენტები: გოგიტა ჩართოლანი, რამაზ კილასონია
ფოტოგრაფი: გიორგი ნაკაშიძე
ინსტაგრამი: ნინანო ხუციშვილი
ფირის გამჟღავნება და გაციფრულება: Andec Filmtechnik
რეჟისორი: გიორგი პოპიაშვილი
რეჟისორის ასისტენტი: თამარ შუბითიძე
ოპერატორები: ტატო კოტეტიშვილი, ირაკლი მეტრეველი
კამერამენები: გიგი ბუთხუზი, სანდრო ხუციშვილი
გაფერი: შოთა ხიჯაკაძე
გამნათებლები იურა პოღოსოვი, არჩილ სამხარაძე.
მხატვარი: ირინა შენგელია
მხატვრის ასისტენტი: ირაკლი ჭანტურიშვილი
Making Of: გიორგი კაპანაძე
მძღოლები: გოდერძი ბიგვავა, სოსო ზანგურაშვილი, კახა გუგუნაშვილი, გიორგი გობეჯიშვილი, გიორგი წერეთელი, რაჟდენ ღოღელიანი, ვალერი ჯითავა
მონაწილეები:
ირაკლი ჩაჩანიძე, ნინო სოსელია, ანი რეხვიაშვილი, დავით ბრაჭული, გიორგი ღვაჩლიანი, აკაკი ღვაჩლიანი, გიორგი ქოჩქიანი, კობა ნიჟარაძე, თამარ ნიჟარაძე, ჯანსუღ ნიჟარაძე, ქეთევან რატიანი, ანასტასია რატიანი, დავით რატიანი, გიორგი ნიჟარაძე, ქეთევან ნიჟარაძე, ლუკა გაბადაძე, რამაზ კილასონია, ბეგი ბობოხიძე, ბაქარ ღიბრაძე, აკაკი ავალიანი, ლონდა ასათიანი, მათე დვალიშვილი, ნანა ყურაშვილი, აკაკი საღინაძე, მარინე კოხრეიძე, ანა ციბაძე, მარიამ არჩვაძე, გიორგი ბასილაძე, ვლადიმერ გარდაფხაძე, ნუგზარ მიქაბერიძე, ანა გეგია, გიორგი პატარიძე, ნიტა ხაჩიძე, აკაკი ჭითანავა, ტატიანა მამიჩ, პაპუნა ჭითანავა, მაია პირველი, ანა არქანია, მედეა ჭითანავა, გურულ ჭითანავა, ხატია ჯანაშია, ერმინე ჭითანავა, მარიკა თოდუა, შოთა ჭითანავა, ალექსანდრე ჭითანავა, ანდრია ჭითანავა, ბარბარე ჭითანავა, დავით ჭითანავა, ნუცა ჭითანავა, ვიქტორია შონია, ელიზავეტა თორდია.
მადლობა:
დიტო შარაშიძეს, მარიამ შავგულიძეს, მარინა საღარაძეს, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის ეროვნულ მუზეუმს, თოკა გელაშვილს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი