in

როგორია თიბისის ციფრული ბანკის მარათონის წესები?

Tbilisi Open Air ყველასთვის გამორჩეული მუსიკალური ფესტივალია, რომელსაც ყოველ ზაფხულს განსაკუთრებულად ველოდებით. წელს, ფესტივალზე დასასწრები 3-დღიანი აბონემენტი თიბისის ციფრულ ბანკში თამაშდება!

თამაში 22 მაისიდან 18 ივნისამდე, 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, ყოველ კვირაში გათამაშდება 125, ჯამში კი 500 ცალი აბონემენტი.

აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად თიბისის ციფრული ზრდის გუნდის ბრენდ მენეჯერი, სალი დადიანი გვიყვება: „თიბისის მისია მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივებაა. ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ იმისთვის, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ საინტერესო და ახალი გამოცდილება. შესაბამისად, წელსაც გადავწყვიტეთ, რაიმე ინოვაციური ფორმატი მოგვეფიქრებინა და თიბისის ციფრულ ბანკში დავამატეთ ახალი თამაში, რომელიც ჩვენს მრავალწლიან პარტნიორთან და მეგობარ ფესტივალთან, Tbilisi Open Air-თან, ერთად გავაკეთეთ“.

M: საინტერესოა, როგორ დაიბადა საჩუქრების კამპანიის იდეა?

ჩვენ და Tbilisi Open Air-ს მრავალწლიანი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს. თიბისი ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მომხმარებლებს რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალისთვის შევუქმნათ საინტერესო ციფრული გამოცდილება და თიბისის ციფრულ ბანკში გავათამაშოთ ფესტივალის 500 ცალი, 3-დღიანი აბონემენტი. 

M: როგორია მარათონის წესები და როგორ შეგვიძლია მასში მონაწილეობის მიღება?

წესები ძალიან მარტივია! აბონემენტის მოსაგებად, მონაწილეობა უნდა მიიღო ყოველკვირეულ თამაშში. ყოველი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის სამდღიან აბონემენტს.

თითოეულ მონაწილეს შეეძლება მხოლოდ ერთი აბონემენტის მოგება. თუ მონაწილე ერთხელ გაიმარჯვებს და მიიღებს აბონემენტს, ის ვეღარ შეძლებს ხელმეორედ თამაშში მონაწილეობას.

M: ყოველკვირეული ფინალის პრინციპზეც მოგვიყევით — მისი მეშვეობით, როგორ მოხერხდება გამარჯვებულების გამოვლენა?

ის მონაწილეები, რომლებიც ექვსი დღის მისიებს წარმატებით შეასრულებენ, მონაწილეობას მიიღებენ კვირის ფინალში. ფინალი დაიწყება კვირას შუადღის 12:00 სთ-ზე და იქნება 10-კითხვიანი. პირველი 125 მონაწილე, რომელიც ყველაზე სწრაფად გასცემს კითხვებს პასუხებს, დაჯილდოვდება Tbilisi Open Air-ის 3-დღიანი აბონემენტით. 

M: ალბათ, წესებთან ერთად გარკვეული აუცილებელი პირობებიცაა გასათვალისწინებელი…

თამაშში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის. ასევე, მონაწილეობისთვის აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: iOS 4.35.1, Android 6.35.4 ხოლო მოწყობილობის ოპერაციული სისტემა განახლებული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგ ვერსიებამდე: iOS – 15.1, Android – 6.0

M: მგონი, თიბისის წინა გათამაშებაში მთელი საქართველო მონაწილეობდა და მაშინდელმა კითხვებმა ბევრი რამ გვასწავლა. ცოტა დაგვაბნია კიდეც… ახლა როგორია თქვენი რჩევები? როგორი კითხვებისთვის უნდა მოემზადონ მომხმარებლები?

თამაშში სხვადასხვა სახის კითხვები შეგხვდებათ, რომლებიც ძირითადად მუსიკასთან იქნება დაკავშირებული. პატარა რეკომენდაციასაც გაგანდობთ… მონაწილეებს გირჩევთ, ფესტივალის წლევანდელ და წინა წლების არტისტების სიას გადახედოთ. დანარჩენს კი საიდუმლოდ დავტოვებ — სჯობს, ეს საინტერესო გამოცდილება მოულოდნელობებით იყოს სავსე.

M: როგორც ჩანს, გარდა კითხვებისა, სხვადასხვა მისიის შესრულებაც მოგვიწევს — რა ტიპის დავალებებზეა საუბარი?

დიახ, ციფრულ ბანკში ყოველდღე სხვადასხვა მისია დაგხვდება. მისიის შესასრულებლად შეიძლება მოგიწიოს კითხვებზე პასუხის გაცემა, ციფრული ბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის ან თიბისის ბარათის გამოყენება. დღის მისიის წარმატებით შესასრულებლად, საჭიროა მისი ყველა პუნქტი სრულყოფილად შეასრულო. ყოველდღიური მისიების შესრულება კი აუცილებელი წინაპირობაა კვირის ფინალში მონაწილეობის მისაღებად.

M: მსგავს ინიციატივებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებსაც ხომ არ გაგვიზიარებთ?

თიბისიში ყოველდღიურად ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის საინტერესო და ინოვაციური სიახლეების შეთავაზებას, სამომავლოდაც დიდი გეგმები გვაქვს და აუცილებლად გაგიზიარებთ სიახლეებს.

მოგზაურობა იწყება აეროპორტიდან: შეუფასებელი გამოცდილება Mastercard World Elite-თან ერთად

დაიწყე ავტომობილის მომზადება ზაფხულისთვის — შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“