თიბისიმ Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება რამდენიმე თვეა დაიწყო. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამიტომაც ეს სიახლე ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა Android-ისა და WearOS მოწყობილობების მფლობელებს.
საქართველოში Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად თიბისის შიგნით გუნდები გაერთიანდნენ. გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია უმოკლეს ვადაში გახდა შესაძლებელი.
„ძალიან ამაღელვებელი იყო საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა, რადგან მომხმარებელთა მხრიდან ძალიან მაღალი მოლოდინები იგრძნობოდა. პროდუქტის დანერგვისას მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისწინებდით — ეს ძალიან მოქმედებს მოტივაციაზე, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში“, — გიორგი მაევსკი, თიბისის სისტემური ანალიტიკოსი, ტექ გუნდის წევრი.
„Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თანაც თითოეული ეტაპის გადალახვას Google-ის დასტური სჭირდებოდა“, — თეო კეკელია, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრი.
თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუდმივად ნერგავს ინოვაციურ სიახლეებს. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია Google Pay-ის სერვისის დანერგვა, თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია.
Google Pay-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ხშირად დასმული შეკითხვების სანახავად ესტუმრე ვებგვერდს.
[პარტნიორის კონტენტი]