in

თიბისის ტექ გუნდი საერთაშორისო კონფერენცია NDC Porto-ს დაესწრო

თიბისი თანამშრომლების კომფორტზე, განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად ზრუნავს. კომპანიამ საკუთარ ტექ გუნდზე ზრუნვის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში იმპლემენტაციას გულისხმობს.

თიბისის .Net დეველოპერები პორტოში, ტექნოლოგიების სფეროს ენთუზიასტების ერთ-ერთ საყვარელ კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრნენ. NDC ნორვეგიული კონფერენცია, რომელიც დეველოპერებისთვის 2008 წლიდან ტარდება. გამოცდილების დაგროვებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ კონფერენციის მასშტაბები ეტაპობრივად გაიზარდა — ის სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ტარდება, რათა დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს.

„კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესოა. რამდენიმე დღის განმავლობაში მოწვეული მსოფლიო დონის სპიკერები საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გვიზიარებენ. ამასთან ერთად, ახალ ტექნოლოგიურ სიახლეებს გვაცნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც, სპიკერების გარდა, კონფერენციაზე ბევრ საინტერესო ვორქშოფს შეხვდებით“,ნინო ჩოგოვაძე, თიბისი ტექ გუნდის წევრი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

[პარტნიორის კონტენტი]

უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი — „სანტეს“ ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია, იწერება

Prada – ბრენდი, რომელმაც ბუნების ფერებიც კი თავის უნიკალურობად აქცია