გიორგი ყანჩაველი – ახალი თიბისელი, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი, 10 წელზე მეტია ტექნოლოგიებს და ინოვაციებს ნერგავს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს პროცესი უკავშირდება 5-ზე მეტ საკუთარ, წარმატებულ ტექნოლოგიურ სტარტაპს და 60-ზე მეტ საშუალო და დიდ ტექნოლოგიურ პროდუქტსა თუ პროექტს.
თიბისიში მოსვლის მთავარ ფაქტორად, გიორგი ტალანტების რაოდენობას, პროდუქტის მასშტაბსა და ორგანიზაციულ დინამიურ კულტურას ასახელებს, რაც მისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის. თიბისის ახალი ტექ ლიდერი ფიქრობს, რომ მომდევნო წლების გამოწვევები და თავგადასავლები, სწორედ, ამ საქმესთან იქნება დაკავშირებული.
გიორგი ყანჩაველი: „ყველგან და ყოველთვის, გუნდურობა და გუნდში დინამიური სამუშაო პროცესის შექმნა იყო ის, რაც გამომარჩევდა და ამასთან, დასახული შედეგების მიღწევაშიც მეხმარებოდა. სწორედ, ამ პრიორიტეტებითა და ხედვებით მოვედი თიბისიში.
ექსპერიმენტების წახალისებით ინოვაციების აღმოჩენა და მომხმარებლისთვის მისი დროული მიწოდება – ასეთია ჩემი ხედვა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბევრი სწრაფი გამარჯვება გუნდის დინამიკაზე პირდაპირ აისახება და მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქტიულობას.
თიბისისთან ბევრი რამ მაკავშირებს როგორც მომხმარებელს, პარტნიორს და ვენდორს. ეს მრავალმხრივი ურთიერთობის გამოცდილება კი, მარწმუნებს, რომ დღეს, ახალ როლში, პროფესიონალებისა და ტალანტების დიდ გუნდთან ერთად მუშაობა, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება.“