in

თიბისის მორიგი Tech Meetup-ი Agile-ის თემას დაეთმო

27 სექტემბერს თიბისიმ ტექკომუნისთვის მორიგი შეხვედრა გამართა. ტექსესიის ძირითადი ფოკუსი ლიდერის როლი ეჯაილში იყო. თიბისის ტექლიდერებმა აქტუალური საკითხები განიხილეს და ინდივიდუალურ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრნობით, ისაუბრეს შემდეგ თემებზე:

  • რატომ არის ლიდერობა მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის და როგორია ლიდერის ზემოქმედება გარემოს ჩამოყალიბებაზე;
  • რას ნიშნავს იყო ლიდერი, ლიდერობის სტილები და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს;
  • გუნდების ავტონომია (თვითორგანიზებულობა) და ლიდერის როლი თიბისიში;
  • როგორი ლიდერები გვჭირდება ორგანიზაციაში და როგორ აღმოვაჩინოთ ისინი;

Agile Meetup-ზე განვიხილეთ თანამედროვე ლიდერების ტიპები, რა გამოწვევები აქვთ დღევანდელ სამყაროში მათ. ტექაუდიტორიისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ეჯაილ გარემოში თანამედროვე ტენდენციები ლიდერშიპის მიმართულებით“, – ინგა ყელაურაძე, ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდი.

თიბისიმ, როგორც ტექნოლოგიურმა კომპანიამ, წელს უკვე მეოთხედ ჩაატარა Tech Meetup-ი, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექკომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

[R]

ნუცა რამიშვილი წინანდლის მამულის ახალი გენერალური მენეჯერია

Dark Mode vs Light Mode — საკითხავი ეს არის