12
Nov
2019

თიბისი საუკეთესო პერსონალური მომსახურებისთვის დააჯილდოვეს

12 Nov 2019

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემებმა „The Banker and Professional Wealth Management“ და „Global Finance“ თიბისი, საქართველოში, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვეს.

„ეს ჯილდო იმის დასტურია, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლისათვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, – ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„The Banker and Professional Wealth Management“-ისა და „Global Finance”-ის ჯილდოები, ყოველწლიურად, საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემა, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან.

თიბისი, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance”-მა მეორედ, “The Banker and Professional Wealth Management”-მა კი მეხუთედ დააჯილდოვა.

 

განხილვა