TBC Bank Group PLC, უზბეკეთში, ბილეთების „ონლაინ“ გაყიდვის სერვის TKT-ის პლატფორმას უშვებს. გამოცემა Spot-ის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა Facebook „ფეიჯი“ TKT.UZ. ასევე – ვებგვერდი, რომელიც, ჯერ არ ფუნქციონირებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დაწესებულებებთან, რომელთა ბილეთებიც „ონლაინ“, ქართული TKT.GE-ს ანალოგ, უზბეკურ პლატფორმაზე გაიყიდება.
კომპანიამ Lemondo, ბილეთების „ონლაინ“ გაყიდვის აპლიკაცია TKT.GE 2015 წელს შექმნა. რამდენიმე წელიწადში, მისი ერთგული მომხმარებლების რიცხვმა 400 000-ს მიაღწია. შექმნის დღიდან, პლატფორმაზე 3 000-მდე ღონისძიების ბილეთი გაიყიდა. 2018 წელს, „თიბისი ბანკმა“, კომპანიის 26% იყიდა, ერთი წლის შემდეგ კი წილი 55%-მდე გაზარდა.
TKT.UZ, უზბეკური მედიის ინფორმაციით, 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ამ საკითხზე, დამატებით დეტალებზე კომუნიკაციას თიბისი უახლოეს მომავალში გეგმავს.
თიბისი ჯგუფი უზბეკეთში დამკვიდრებას რომ აქტიურად ცდლობს, ეს ახალი ამბავი არ არის. მათ ჯერ გადახდის პლატფორმა Payme შეიძინეს, შემდეგ კი ამ ბაზარზე შვილობილი კომპანია Vendoo-ს გაყიდვების სტენდი „ჩაუშვეს“.