in

თიბისი TKT.GE-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

თიბისიმ ბილეთების შეძენის ონლაინ პლატფორმა TKT.GE-ში თავისი წილი 26%-დან 55%-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. თიბისიმ TKT.GE –ს 26%-იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა. 

bog
bog-mob

ლევან კილაძე, TKT.GE-ს გენერალური დირექტორი: „ჩვენი პროდუქტისთვის საინტერესოა ის ბაზრები, სადაც თიბისი, როგორც ციფრული ბანკი აპირებს შესვლას. ჩვენი პროდუქტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი იქნება ახალ ბაზრებზე საცალო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისის შესათავაზებლად“. 

თავის მხრივ, თიბისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ TKT.GE -სა და TBC-ს საერთო ხედვა და სინერგიები აქვთ სტრატეგიაში – რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებასა და სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით, მაქსიმალურად კომფორტული სერვისების შექმნას.

როგორც თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს: თიბისის გადახდების ეკოსისტემის სტრატეგია თანხვედრაშია TKT.GE -ს სამომავლო ხედვებთან, ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობით სასიამოვნო სიახლეებს მივაწოდებთ მომხმარებლებს“. 

ონლაინ პლატფორმა TKT.GE 2015 წელს შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვითა და მომხმარებელზე ზრუნვით, TKT.GE-მ მომხმარებლის ქცევა შეცვალა – თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%- აჭარბებს.

TKT.GE-ს მენეჯმენტი მზად არის, მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

TKT.GE – ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და თიბისი ბანკთან ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე.

„ლემონდუ“ არის IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა. 

#ეკოისტი – ჯიპიაის მოძრაობა, ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად

JWT Metro m²-ის ახალ განზომილებაში – m³