in

სანერვიულო არაფერია, თუ ბინა დაზღვეული გაქვს – თიბისი დაზღვევის კამპანია

„ნეტა, უთო თუ გამოვრთე?“, „მეზობლისგან წყალი ხომ არ ჩამოვიდოდა?“, „იმედია, ფანჯარაში ქურდი არ შემომძვრალა“ – შინ დაბრუნებისას, სანამ კარს გააღებთ, მსგავსი უსიამოვნო სცენარები თქვენც წარმოგიდგებათ ხოლმე? ეს ის ფიქრებია, რომლებიც ხშირად ჩვენდაუნებურად გვაწუხებს ხოლმე. მსგავსი უსიამოვნო აზრებისგან თავის ასარიდებლად „თიბისი დაზღვევამ“ შექმნა კამპანია „სანერვიულო არაფერია, თუ ბინა დაზღვეული გაქვს“. კომპანიის ძირითადი მიზანი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ბრენდი ხშირად გვახსენებს, რომ თუ ჩვენ გვერდით „თიბისი დაზღვევაა“, წვრილმანი უსიამოვნებები განწყობას ვეღარ გაგვიფუჭებს. კამპანიის შექმნის პროცესსა და მთავარ მიზანზე თიბისი დაზღვევამ და HOLMES&WATSON-მა გვიამბეს.

M: რა არის კამპანიის მთავარი გზავნილი და როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი?

გასული წლის ბოლოს, წამოვიწყეთ კამპანია „სანერვიულო არაფერია“. ის ადამიანებს ახსენებს, რომ შეუძლიათ თავიანთი ჭია გაახარონ, ყოველდღიურობა შეირგონ, რადგან „თიბისი დაზღვევა“ მათ გვერდითაა და როცა ასეთი კომპანია გიმაგრებს ზურგს, შეგიძლია აღარაფერზე იდარდო. ბინის დაზღვევის კამპანია „სანერვიულო არაფერიას“ ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც მეტწილად პროდუქტზე მოგვითხრობს. გადავიღეთ ვიდეოების ნაკრები, რომლებიც გვიყვება ერთი ოჯახის წევრების სხვადასხვა შიშებზე, იქნება ეს ქურდობა, ხანძარი თუ ჩამოსული წყალი. საბოლოოდ, თითოეულ მათგანს ახსენდება, რომ ბინა დაზღვეულია და სანერვიულო არაფერია.

M: რატომ არის მნიშვნელოვანი ბინის დაზღვევა? 

ბინის დაზღვევა, როგორც წესი, რთული და ძვირი პროცესი ჰგონიათ ხოლმე. სინამდვილეში, ხშირად, ბინის დაზღვევა ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე მანქანის და პროცესიც უმარტივესია – „თიბისი დაზღვევის“ საიტზე ფოტოების ატვირთვის გარეშე შეგიძლიათ თვეში 12 ლარიდან დააზღვიოთ თქვენი ავეჯი, რემონტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. თუ გაქირავებული ბინის დაზღვევას გადაწყვეტთ, დამატებით დამქირავებლის მიერ დაზიანების ხარჯებიც აგინაზღაურდებათ.

დაზღვევაზე უარის თქმის მიზეზი, გარდა იმ ფაქტორებისა, რომლებიც უკვე ვახსენე, ხშირად არის ხოლმე არასწორი პროგნოზი, რომ „მე არაფერი დამემართება“ ან „ჩემს სახლს არაფერი მოუვა“. მეზობლისგან ჩამოსული წყლისგან, სეტყვისა თუ ქარიშხალისგან და მსგავსი ჩვენგან დამოუკიდებელი მოვლენებისგან არავინ ვართ დაცული. მოულოდნელად თავს დატეხილი შემთხვევებისგან გამოწვეული ზიანის გამოსწორება ზედმეტი თავის ტკივილია, რომელიც ჩვენგან დროსა და ფინანსებს მოითხოვს. დაზღვევის მთავარი „მუღამი“ კი სწორედ ისაა, რომ ეს ტვირთი მოგვაცილოს და საჭირო დროს მოგვცეს საჭირო ფინანსები, რომელთა მოძიებაზეც დროს აღარ დავკარგავთ… და თუკი მაინც რაიმე მოულოდნელი შეგვემთხვა, არ ვინერვიულებთ, რადგან გაგვახსენდება რომ ბინა „თიბისი დაზღვევაში“ გვაქვს დაზღვეული და სანერვიულო არაფერია. დაზღვევა ხომ სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ცხოვრების უსიამოვნო მომენტებს საშუალება არ მისცეს შეგვაფერხოს.

M: რატომ უნდა ავირჩიოთ ამ მხრივ „თიბისი დაზღვევა“?

„თიბისი დაზღვევის“ უპირატესობა ყოველთვის იყო ციფრულობა და მოქნილობა. მთავარია, ჩვენს საიტზე მიუთითო ბინის კვადრატულობა, შენი პირადი მონაცემები და ბინა დაზღვეულია. გარდა ამისა, არის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შენი ბინიდან მეზობელთან წყალი ჩავა და მისი ქონება დაზიანდა, ზარალი ანაზღაურდება. ასე რომ, შეგიძლია ბინა თვეში 12 ლარიდან დააზღვიო და თავიდან აიცილო უსიამოვნო ფიქრები.

M: როგორ ჩამოყალიბდა ბინის დაზღვევის საკომუნიკაციო კამპანია?

HOLMES&WATSON: ბინის დაზღვევის კამპანია „სანერვიულო არაფერიას“ პირველი პროდუქტული გაშლაა და საიმიჯო მესიჯი პრაქტიკულ ჭრილში გადაჰყავს. 

მოკლე რგოლების სერიაში ყველასთვის ნაცნობ შიშებს, შინაურ Overthinking-ებს გავუსწორეთ თვალი – „წყალი ხომ არ ჩამოვიდოდა?“, „რამე ხომ არ დაიწვებოდა?“, „ხომ არ გამძარცვავდნენ?“ – ასეთი შფოთიანი ფიქრები ძალაუნებურად გიტრიალებს თავში, სანამ შინ არ ხარ.

პროდუქტი, რომელიც მოულოდნელად იაფი ღირს, ყველა შესაძლო რისკის ანაზღაურებასთან ერთად, აკვიატებული შიშებისგან გათავისუფლებასაც გთავაზობს – შესაძლო ხანძარი, თუ სტიქიური უბედურება, საკუთარი თუ მეზობლის მილებიდან დაწყებული „წყალდიდობა“, თუნდაც ძარცვა – სანერვიულო არაფერია, როცა ბინა დაზღვეული გაქვს.

იდეის განხორციელების უჩვეულო ხერხს მივადექით – მოკლე ჩართვიდან სამყაროს აღსასრულამდე ესკალირებული Gif-ები, მაქსიმალურად ზუსტად ასახავს პერსონაჟების ტვინში წამიერად განვითარებულ მოვლენებს, უსაფუძვლო ნერვიულობას, რომელიც ქაოტურ და როგორც წესი, ალოგიკურ რამეებს წარმოგვადგენინებს ხოლმე.

 

 

 

[R]

თიბისის ციფრული ბანკის მარათონი დაიწყო!

„ლილო მოლმა“, თაობა ზეტთან ერთად, School Fest 2023 შეაჯამა