8
Jan
2019

TBC, ციფრული ბანკის სახით,  უზბეკეთში შედის

8 Jan 2019

TBC, ციფრული ბანკის სახით, უზბეკეთში აპირებს შესვლას. კომპანია, ახალ ბაზარზე, ნეობანკ Space-ის მეშვეობით იქნება წარმოდგენილი.

„ეს რეფორმები რაც ახლა უზბეკეთში მიმდინარეობს, ჩვენმა ქვეყანამ უკვე გაიარა. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი რესურსი, საკუთარი გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე დავნერგოთ. ჩვენს კომპანიას ნამდვილად შეუძლია, აქ [უზბეკეთი] საბანკო სექტორის კატალიზატორი გახდეს“, – ამბობს TBC ბანკის ფინანსური  დირექტორის გიორგი შაგიძე.

მისივე თქმით, Space მოემსახურება ინდივიდუალურ კლიენტებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

„იყო დრო, როცა საქართველოში, ბანკში თანხას არავინ ინახავდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და  მათ შორის, ჩვენი დამსახურებითაც. თუ შევძლებთ, ეს გამოცდილება და ადგილობრივი ბაზრის თავისებურებები გავაერთიანოთ, ძალიან ძლიერ პოზიციას დავიკავებთ”, – აღნიშნავს გიორგი შაგიძე

 

განხილვა