in

თიბისი და Glovo იზრუნებენ, რომ Tbilisi Open Air-ზე საკვების მიტანის სერვისითა და სხვა შეთავაზებებით ისარგებლოთ

სანამ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულები Tbilisi Open Air-ის წლევანდელი სეზონისთვის ემზადებით, შესანიშნავი ამბავი გვაქვს, ფესტივალის დღეებში საკვებ ობიექტებთან რიგში დგომა აღარ მოგიწევთ. შეკვეთა ონლაინ რეჟიმში მარტივად შეგეძლებათ და მეტსაც გეტყვით, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიტანის სერვისითაც ისარგებლებთ. საქმე ისაა, რომ ფესტივალის მხარდამჭერები – თიბისი და Glovo – სიახლეს გიმზადებენ. Tbilisi Open Air-ის ტერიტორიაზე, Glovo-ს აპლიკაციაში მხოლოდ ის საკვები ობიექტები გამოჩნდება, რომლებიც იქვე, ფესტივალზე არიან წარმოდგენილები. შეგეძლებათ აპლიკაციით შეუკვეთოთ, თვალი ადევნოთ აპლიკაციაში და გამზადებული შეკვეთა თავად გაიტანოთ, ან სულაც, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე მიტანის სერვისით ისარგებლოთ. ეს ყველაფერი თიბისისა და Glovo-ს ექსკლუზიური პარტნიორობით გახდა შესაძლებელი. თანამშრომლობას 2022 წელს ჩაეყარა საფუძველი და ის მომხმარებლის გამოცდილებაზეა ორიენტირებული. Tbilisi Open Air-ის, თიბისისა და Glovo-ს თანამშრომლობაზე მაკუნა თავბერიძე, კატო პეტრიაშვილი და სოფო ებრალიძე გვესაუბრნენ.

მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: „Glovo-სთან პარტნიორობა გასულ წელს დავიწყეთ. მას შემდეგ, ერთობლივად ვცდილობთ მომხმარებლებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ. მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია ვიყოთ უფრო მეტად ტექნოლოგიური კომპანია, აქედან გამომდინარე, დიდი თანხვედრა გვაქვს Glovo-სთან, როგორც ტექნოლოგიურ პროვაიდერთან. როდესაც თიბისის გუნდი ვმსჯელობდით, თუ რა გაგვეკეთებინა, რათა Tbilisi Open Air-ის სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილება შეგვექმნა, ვფიქრობდით, როგორ გაგვემარტივებინა კვების მიმართულებით სერვისის მიწოდება. აქედან დაიბადა იდეა, რომ Glovo უნდა ყოფილიყო ფესტივალზე იმ სერვისის პროვაიდერი, რომელიც რიგებისა და მიწოდების ნაწილს მოაწესრიგებდა.

ზოგადად, ფესტივალებისადმი ჩვენი მიდგომაც ასეთია – ერთი მხრივ, ვუჭერთ მუსიკალურ პლატფორმებს საქართველოში, გვყავს მრავალწლიანი პარტნიორები და ვცდლობთ ამ სფეროს განვითარებას ქვეყანაში. ეს სფერო ჩვენთვის თავისუფლების გამოხატვის ერთ-ერთი გზაა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი ჩვენი გუნდისთვის უცვლელი ღირებულებაა. კონკრეტულად კი ფესტივალზე ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება, რათა ღონისძიებაზე მოსული სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს.“

კატო პეტრიაშვილი, Glovo-ს ბრენდებთან პარტნიორობის ხელმძღვანელი: „იდეის გაჩენისთანავე, მთელი ჩვენი გუნდი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო პროექტში. Glovo-სთვის ინოვაციები ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულებაა და Tbilisi Open Air-ის პროექტსაც ამ კონტექსტში განვიხლავთ. თიბისისა და ჩვენი თანამშრომლობა დასაწყისიდანვე მიზნად ისახავდა ადამიანებისათვის ცხოვრების გამარტივებას, შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებშიც ამ მთავარი მისიით ვერთიანდებით, რომ ფესტივალზე მისულ ადამიანებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რომ ფესტივალის დღეებში არ დადგნენ საკვები ობიექტების რიგში და ნებისმიერი სასურველი საკვები თუ სურსათი Glovo-ს აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეუკვეთონ და მიიღონ.

სტუმრებსაც აპლიკაციაში კვებისა და სურსათის მხოლოდ ის ობიექტები დახვდებათ, რომლებიც საფესტივალო ტერიტორიაზე იქნებიან განთავსებული. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებს რიგში დიდხანს დგომა და ლოდინი არ დასჭირდეთ. მათ შეეძლებათ ისარგებლონ თვითმომსახურების სერვისით – შეუკვეთონ დამოუკიდებლად და როცა საკვები მზად იქნება, მიიღონ შეტყობინება ან მეორე – ისარგებლონ მიტანის სერვისით, რისთვისაც სპეციალური მიტანის პუნქტები იქნება განთავსებული.

ამას გარდა, თიბისის ბარათებზე იმოქმედებს დამატებით შეთავაზება, 25%-იანი ქეშბექის სახით, ხოლო მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტ შეკვეთას განათავსებენ გლოვოზე დამატებით დასაჩუქრდებიან.

ცალკეული მომხმარებლების გარდა, ჩვენი შეთავაზება მოსახერხებელია კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს ბალანსზე წინასწარ უზიარებენ პრომოკოდებს, რომელთა გამოყენებასაც ფესტივალის ფარგლებში შეძლებენ.“

სოფო ებრალიძე, Tbilisi Open Air-ის მედია მენეჯერი: „Tbilisi Open Air თავისუფლებასა და მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ფესტივალია. როგორც დამოუკიდებელი ფესტივალისთვის, ბილეთების გაყიდვის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში ედგეს ისეთი კერძო კომპანიები, რომლებიც პირველ რიგში ითავისებენ ფესტივალის იდეას და იზიარებენ საერთო ღირებულებებს. სწორედ ასეთი კომპანიები და Tbilisi Open Air-ის ერთგული პარტნიორები არიან თიბისი და გლოვო, რომლებიც მომხმარებლებს საინტერესო და სასარგებლო შეთავაზებებსა და სერვისს სთავაზობენ, როგორც ფესტივალის დაწყებამდე, ისე უშუალოდ ფესტივალის დღეებში, ადგილზე.“

[R]

Google Pixel-ის მოწყობილობებს ახალი ფუნქციები ემატება

Tesla-ს უახლესი კონცეფციის მაღაზიაში მანქანები 45 წამში შეიქმნება