in

თიბისი ბიზნესისთვის” SME სეგმენტისთვის შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს

„თიბისი ბიზნესისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეხვედრების ახალ ციკლს „ხუთშაბათის შეხვედრებს“ იწყებს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ შეკრებაზე კონკრეტული ბიზნეს ინდუსტრიის სხვადასხვა სუბიექტის წარმომადგენლები, ერთ სივრცეში იმსჯელებენ მათ მიდგომებზე ბიზნესის მართვის სპეციფიკურ საკითხებზე, ეს იქნება მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან ურთიერთობა.

ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები ,სპეფიციკაცია და  ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.

შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან კოლაბორაციით ჩატარდება, პირველი კი 5 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მონაწილეების შესახებ ინფორმაციას მალე გაგაცნობთ.

თინეთი DeGameFi-ის ოფიციალური პარტნიორია 

ჟან-მიშელ ბასკიასა და კით ჰარინგის შთაგონებით შექმნილი კალათბურთის ბურთები