in

თიბისიმ უცხოურ კომპანიებს ტექგამოცდილება გაუზიარა

საერთაშორისო დისტრიბუტორული კომპანიის, Bakotech-ის მეშვეობით, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ტექმიმართულებით შეხვედრა ჩატარდა. თიბისიმ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ კომპანიებს, ABB, Kapital Bank, Uni Ban და Bakotech, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ტექპროცესებისა და პროცედურების მიმართულებით.

სესიას გაუძღვა იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე, სადაც მთავარი თემა იყო თვალსაჩინოება და მონიტორინგი დეცენტრალიზებულ ორგანიზაციულ წყობაში. შეხვედრაზე მოსულ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ახლოდან გაცნობოდნენ უკვე არსებულ დანერგილ სტანდარტებსა და პროცესებს. მათი შეფასებით, სესიაზე პრაქტიკული ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც შემდეგ სამუშაო პროცესში გამოადგებათ.

ჩვენთვის, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიისთვის რეგიონში, მნიშვნელოვანია სხვა ორგანიზაციებისთვის ცოდნის გაზიარება, რადგან ერთი მხრივ, გვეძლევა შესაძლებლობა, გავუკეთოთ ჩვენს განვლილ გზას ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობები დავინახოთ, მეორე მხრივ, გავამდიდროთ ტექნოლოგიური ბაზარი ახალი გამოცდილებით“, – ამბობს იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ტექკომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ცოდნის გაზიარების დროს კი განვითარება და წინსვლა.

[პარტნიორის კონტენტი]

კასეტები თუ მოგენატრათ, აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ

ვების ტელესკოპმა 6 „ობოლი პლანეტა“ აღმოაჩინა