in

თაობა Z-ის მხარდასაჭერად, თიბისიმ ახალი პლატფორმა თიბისი Z შექმნა!

Z თაობა – ასე ვუწოდებთ მათ, ვინც 1996-2012 წლებში დაიბადა. ამ თაობას ხშირად ტექნოლოგიური სიახლეების უსწრაფესად ათვისების უნარით გამოვარჩევთ, მაგრამ ყურადღების მიღმა არ რჩება მათი ნამდვილობა, გულწრფელობა და უკომპრომისობა, რაც უკეთესი ცხოვრების შექმნისკენაა მიმართული. სულით მეამბოხეებს გარემოზე ზრუნვის თანდაყოლილი ინსტინქტი ამოძრავებთ და სოციალური საკითხების შეცვლისაკენ ისწრაფვიან. მათი ცხოვრების სტილი უფროსი ადამიანებისთვის ახლის სწავლისა და გაცნობიერების საშუალებაა.

სწორედ მათმა დინამიკურმა ხასიათმა შთააგონა თიბისის შეექმნა სრულიად ახალი პლატფორმა თიბისი Z, რომელიც თაობა Z-ის მხარდაჭერას ისახავს მიზნად ყველგან და ყველა წამოწყებაში. თიბისი Z საბანკო პროდუქტებს სცდება და ახალგაზრდებისთვის ქმნის გარემოს, სადაც მათთვისვე დამახასიათებელი გულწრფელობით ეპყრობიან და თვითგამოხატვის სივრცეს უქმნიან.

თიბისი Z სტუდენტებსა და მოსწავლეებს თავიანთ ენაზე ესაუბრება, ვითარდება მათთან ერთად და არ უშინდება ტრანფორმაციას. პროდუქტები, სერვისები და აქტივობები თაობა Z-ის მოთხოვნილებების შესაბამისად შემუშავდა.

ტატო ნორაკიძე

ტატო ნორაკიძე, თიბისის საცალო სეგმენტის მარკეტინგისა და დიჯითალის ასოცირებული პარტნიორი: „ინდივიდუალური, თავისუფლების მოყვარული, ავთენტური/ბუნევრივი, თანასწორი და გულრწფელი – ალბათ ძირითადად ეს არის ის ხასიათი, რომელსაც ატარებს ეს თაობა და შესაბამისად თიბისი Z-იც. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საბოლოო შედეგი, რომ თიბისი Z ჩამოყალიბდეს, როგორც ახალგაზრდა თაობის უპირობო მხარდამჭერი, ისეთი ღირებულებების შეთავაზებითა და შექმნით, რაც მათ ყველაზე მეტად უყვართ და აინტერესებთ. ურბანული კულტურა, გეიმინგი, განათლება, ხელოვნება, გარემოზე ზრუნვა — ეს მცირედი ნაწილია ახალგაზრდების იმ ინტერესებისა, რომელთაც თიბისი Z დაფარავს. რაც მთავარია, ახალგაზრდებს მუდმივად ექნებათ წვდომა მრავალფეროვან შეთავაზებებსა და სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე.

ახალგაზრდა თაობას თიბისი Z-ის სახით, ერთგული ქომაგი და მხარდამჭერი შეემატება, რომელიც მუდამ ორიენტირებული იქნება მათ საჭიროებებზე და შესთავაზებს უნიკალურ ღირებულებასა და გამოცდილებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ციფრულ თაობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, მზად ვიყოთ მათი გამოწვევებისთვის. შესაბამისად, ახალგაზრდა თაობისთვის ჩვენ შევქმენით ორი ნაკრები – მოსწავლის და სტუდენტის, რომელშიც მათ ყოველდღიურ საჭირობებზე მორგებული საბანკო სერვისები იყრის თავს.“

თიბისი Z-ის ნაკრებით, სტუდენტებსა და მოსწავლეებს 5-5 ფერის ბარათიდან სასურველის შერჩევა შეუძლიათ. ბარათები განკუთვნილია 6-17 წლის მოსწავლეებისთვის და 18-23 წლის სტუდენტებისთვის. სტუდენტის ან მოსწავლის ბარათების ახლანდელ მფლობელებს Z ბარათის განახლება უფასოდ შეუძლიათ. ახალგაზრდებს შემდეგი უპირატესობებით შეეძლებათ ისარგებლონ:

• მოსწავლისა და სტუდენტის ბარათებს მომსახურების წლიური საკომისიო არ აქვთ;
• ასევე, არ აქვთ თანხის განაღდების საკომისიო;
• ნაკრებები მოიცავს უფასო SMS სერვისს;
• უფასოა ინტერნეტ და მობაილბანკი;
• მოსწავლეები და სტუდენტები გადაიხდიან ტრანსპორტის ღირებულებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში;
• ნებისმიერ გეიმინგ პლატფორმაზე Z ბარათით გადახდისას მომხმარებელს მომენტალურად უბრუნდება თანხის 20%.
• მათ, ვისაც უკვე აქვთ სტუდენტის და მოსწავლის ბარათი, მისი Z ბარათით შეცვლა უფასოდ შეუძლიათ.

თაობა Z-ს თიბისი Z-სგან მუდმივად ექნება შეთავაზებები. ახალგაზრდებს, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, ფულის დაზოგვა შეეძლებათ კვებაში, ტრანსპორტირებაში, ტანსაცმლის, თავის მოვლის თუ სხვა საშუალებების შეძენისას, გართობისას, სწავლისას, ინტერნეტ-პაკეტებით სარგებლობისას და ა.შ. ნებისმიერ გეიმინგ პლატფორმაზე Z ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხიდან 20% დაუბრუნდება ანგარიშზე.

ნაკრებით სარგებლობისას მოსწავლეებს და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, სივრცეები და გამოცდილებები, იპოვონ საკუთარი თავი, საყვარელი საქმე და ჩანაფიქრები რეალობად აქციონ. თიბისი Z მათი ცხოვრების სტილის ხელშეწყობაზეც იზრუნებს. პლატფორმა ინტენსიურად ჩაერთვება ახალგაზრდების განვითარებაზე და უხვად შესთავაზებს აქტივობებს მათთვის საინტერესო ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა გეიმინგი, ურბანული კულტურა, მუსიკა, განათლება, ეკოლოგია, ხელოვნება, კრეატივი…

თიბისი Z-ის პლატფორმა უკვე გამოჩნდა და თაობა Z-ის ყოველდღიურობის და აღმოჩენების თანამონაწილე გახდება.

ბარათის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.TBCz.ge

[R]

1TVPlay პირველი არხის ციფრული სივრცე

როგორ დავზოგოთ თანხა ლაზერული პრინტერების მოვლაზე