in

თბილღვინო – ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება

ღვინის ისტორია საქართველოში 8000 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ, ათასწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა.

ამბები, რომლებიც ისტორიამ შემოგვინახა, ქართველი ადამიანის ცხოვრებაში ვაზის კულტურის მნიშვნელობაზე მოწმობს. უმდიდრესი, საამაყო ისტორია კი დღემდე ქართველი ადამიანის შრომისა და თავდადების შედეგად მოვიდა – სწორედ ამ იდეით დავიწყეთ მუშაობა ანიმაციაზე, რომელიც ღვინის მრავალსაუკუნოვანი განვითარების გადმოსაცემად შევქმენით.

 

ისტორიული პერსონაჟებისა და ფაქტების საშუალებით ღვინის მიერ განვლილი გზა აღვწერეთ, რომელიც უკვე აწმყოდ იქცა და გაგრძელება სჭირდება. ვაზის მომავლის შექმნაზე კი „თბილღვინო“ ღვინის უმაღლესი ხარისხით ზრუნავს. საკუთარი ვენახებით, უახლესი მანქანა-დანადგარებით, ტექნოლოგიური პროცესების დახვეწითა და პროფესიონალი თანამშრომლების გუნდით იქმნება ღვინის უახლესი ისტორია, რომელსაც ვუფრთხილდებით და მსოფლიოს მასშტაბით ვაზიარებთ.

„მრავალი წელია, „თბილღვინო“, ყოველწლიურად, სტაბილურად იღებს 20-ზე მეტ ჯილდოს პრესტიჟულ კონკურსებზე, თუმცა 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული და აღსანიშნავი გახდა, რადგან „თბილღვინომ“ საერთაშორისო კონკურსებზე, წელს, 31 ჯილდო მოიპოვა. მათ შორის კი, საქართველოს ისტორიაში პირველად, IWC-ს (International Wine Challenge) ლონდონის საერთაშორისო კონკურსის ჩემპიონის სტატუსი, უმაღლესი ჯილდო ქართულმა ღვინომ – „თბილღვინოს“ საფერავმა მოიპოვა. 

ასეთივე საამაყოა „თბილღვინოს“ მუკუზანით მიღებული 95 ქულა, ანუ ოქროს ჯილდო Decanter 2020 London-ზე და მუკუზანი განსაკუთრებული მარაგის ოქროს ჯილდო IWC-ს (International Wine Challenge) ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე, – ამბობს ლაშა ლომაშვილი, „თბილღვინოს“ ბიზნეს განვითარების მენეჯერი. 

„თბილღვინოს“ მიერ მოპოვებული ისტორიული გამარჯვება და მსოფლიო ღვინის ექსპერტების ობიექტური და სანდო შეფასებები უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ხელს უწყობს ქართული, უმაღლესი ხარისხის ღვინის პოპულარიზაციასა და წარმატებას.

ღვინის მწარმოებელ მოწინავე ქვეყნებს შორის (ავსტრალია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი) „თბილღვინოს“ საფერავი წლის ჩემპიონ, საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა და გვეამაყება, რომ მსგავს მიღწევებს ქართული ღვინისთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა შეუძლია.

„ყოველი ამ ჯილდოს უკან უდიდესი შრომა დგას – ჩვენ მუდმივად ვცდილობთ და ვახერხებთ გაუმჯობესებას.

ღვინის შექმნა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ასეთი მდიდარი წარსული აქვს, უდიდეს სიამოვნებასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ჩვენი წარსული გვმატებს შემართებას, რომ საქართველო ღვინის მწარმოებელ მოწინავე ქვეყნებს შორის საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“- ამბობს ლაშა ლომაშვილი.

 

[R]

COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის, „ევექსი კლინიკები“ სპეციალურ პოლიკლინიკას ხსნის

Uber Eats „მარსელის“ გულშემატკივარს შეკვეთას თამაშის დროს, ტრიბუნაზე მიუტანს