in

თბილისელთა დამოკიდებულება კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით

ელექტრონული მუსიკის 10 დღიანი უკრაინული ფესტივალი „კაზანტიპი“ 1992 წლიდან იმართება. თუმცა მას იშვიათად გამოუწვევია ისეთი აჟიოტაჟი, როგორიც საქართველოში 2014 წლის აგვისტოში იყო. „კაზანტიპი“ გახდა საქართველოს მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი.

სწორედ თემის აქტუალობის გამო „ეისითი“ დაინტერესდა იმით, თუ რეალურად რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ამ ფესტივალზე და როგორ აფასებს უკვე დასრულებულ „კაზანტიპს”.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვალს ადევნებდა ფესტივალთან დაკავშირებულ მოვლენებს – 98%-ს სმენია იმის შესახებ, რომ ანაკლიაში გაიმართა “კაზანტიპი-2014”. მათგან 1% თვითონაც დაესწრო, თუმცა 22%-ს ჰქონდა სურვილი, პირადად დასწრებოდა ამ ფესტივალს, თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ სურვილს კაცები უფრო გამოთქვამდნენ (36%), ვიდრე ქალები (11%). ამასთან, ფესტივალზე დასწრების სურვილი ძირითადად 35 წლამდე თბილისელებმა გამოავლინეს.

უნდა ჩატარებულიყო თუ არა კაზანტიპი საქართველოში? ამ საკითხზე ბევრი დისკუსია გაიმართა და მოსაზრება დაიწერა. საინტერესოა რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ფესტივალის ჩატარების შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, „კაზანტიპის“ მიმღებლობის მიხედვით, თბილისელები ზუსტად 2 ნაწილად იყოფიან – ხუთიდან 2 გამოკითხულისთვის (39%) „კაზანტიპის“ საქართველოში ჩატარების ფაქტი მისაღებია, ხოლო იმხელავე ნაწილისთვის (38%) – მიუღებელი. თბილისელების მეხუთედი (19%) ნეიტრალურ პოზიციას აფიქსირებდა.

ACT-kazantip research

საინტერესოა, ექნება თუ არა ჩვენს მოსახლეობას ამ ფესტივალის საქართველოში განმეორების სურვილი? „ეისითი“ ამ კითხვითაც დაინტერესდა „კაზანტიპის“ საბოლოო შედეგებისა და ამ ფესტივალის მიმართ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე. როგორც აღმოჩნდა, თბილისის მოსახლეობის 39% მხარს უჭერს კაზანტიპის საქართველოში განმეორებით ჩატარებას, ხოლო თბილისელთა ნახევარი (50%) ამჯობინებს ეს ბოლო „კაზანტიპი“ ყოფილიყოს საქართველოში.

ACT-Kazantip research 1

გამოკითხვა ჩატარდა 410 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის სექტემბერში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.84%-ს.

სრულყოფილი ქალბატონი – საქართველოს ბანკი

“ტერიტორეფი” -ახალი ჟურნალი ქართულ ბაზარზე !