in

თბილისელთა დამოკიდებულება „პანორამა თბილისი“-ს პროექტის მიმართ

„თანაინვესტირების ფონდი“-ს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი „პანორამა თბილისი“ ითვალისწინებს ოთხი ახალი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც სოლოლაკის მაღლობის, სოლოლაკის ბაღების, თავისუფლების მოედნისა და ერეკლე მეორეს მოედნის ტეროტიორიებს მოიცავს.

პროექტის იერსახემ და ტერიტორიულმა ადგილმდებარეობამ გარკვეული დისკუსია გამოიწვია თბილისის მოსახლეობაში – თბილისელთა ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროექტის განხორციელებას, თუმცა ის სრულებით მისეღებია მეორე ნაწილისთვის. აქედან გამომდინარე, „ეისითი“-მ გადაწვიტა შეესწავლა თბილისელების ზოგადი დამოკიდებულება „პანორამა თბილისი“-ს პროექტის მიმართ.

panorama tbilisi

როგორც კვლევის მონაცემები ცხადყოფს, თბილისელთა უმრავლესობას (74%) სმენია „პანორამა თბილისი“-ს პროექტის შესახებ, თუმცა მათ შორის მხოლოდ 69% აქვს ინფორმაცია პროექტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო ცოტას (55%) უნახავს პროექტის არქიტექტურული დიზაინი.

გამოკითხულთა იმ ნაწილს, რომელთაც ქონდათ ინფორმაცია „პანორამა თბილისი“-ს ადგილმდებარეობის ან ვიზუალის შესახებ, ვთხოვეთ ჩვენს მიერ დასახელებულ დებულებებზე საკუთარი აზრის დაფიქსირება. პროექტის შესახებ ინფორმირებულ თბილისელთა თითქმის ნახევარს (45%), „პანორამა თბილისი“-ს იერსახე მოსწონს, თუმცა, მათთვის მიუღებელია შემოთავაზებული ადგილმდებარეობა; ყოველი მეხუთისათვის (19%) კი, პირიქით – ადგიმლმდებარეობა მისაღებია, თუმცა, არ ეთანხმება პროექტის შემოთავაზებულ დიზაინს.

panorama tbilisi kvleva 2

გამოკითხვა ჩატარდა 419 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის თებერვალში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის „მარკეტერი“. მესამე პირის მიერ აღნიშნული გამოკითხვის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში ამის აღნიშვნა სავალდებულოა.

“Facebook”-ის სარეკლამო კამპანია მეგობრობაზე!

მე-ქალ-ბატონი… 8 მარტი და ბიბლუსის ვიდეო ბუნებრივი სილამაზით