4
Mar
2019

რამდენს ხარჯავენ თბილისში საკვებ პროდუქტებზე

4 Mar 2019

მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის შემოსავლების გარდა, მნიშვნელოვანია მათი დანახარჯების გაანალიზებაც. საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაცია „ეისითი“ დაინტერესდა, თუ რამდენს შეადგენს თბილისის მაცხოვრებლების ყოველთვიური დანახარჯი საკვებ პროდუქტებზე და შესაბამისად, როგორია მათი მსყიდველობითუნარიანობა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ  საკვებ პროდუქტებში საშუალო თვიური დანახარჯი 569 ლარს შეადგენს.

გამოკითხულთა 30%-ს შეადგენენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საკვებ პროდუქტებში ყოველთვიურად მინიმალურ თანხებს ხარჯავენ, კერძოდ კი 300 ლარზე ნაკლებს. თბილისელების მესამედის (34%) ყოველთვიური დანახარჯი 300-500 ლარის შუალედში ვარირებს. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი,  36%-ი, შედარებით დიდ თანხებს ხარჯავს ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე  – მათი დანახარჯები 500 ლარს აღემატება. ამასთან, გამოკითხულთა ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი წარმოადგენს 1238 ლარს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 800 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, ოჯახში საკვების მომარაგებაზე პასუხისმგებელ პირებთან, 2018 ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3,5-4,2%-ს შორის.

განხილვა