in

„თბილისის აკრები” მეორე ფაზას აანონსებს – ერთჰექტრიანი პარკით და რელიეფზე მორგებული არქიტექტურით

რელიეფზე მორგებული პრემიუმ არქიტექტურა, დაბალი განაშენიანება, გაუმჯობესებული აპარტამენტები და მასშტაბური სარეკრეაციო სივრცეები – თბილისის პირველი თვითმყოფადი უბანი განვითარების ახალ ფაზას იწყებს.

თბილისის აკრები” მეორე ფაზას აანონსებს და საზოგადოებას პირველი ფაზის შედეგებს უზიარებს. ახალი ეტაპი პროექტის თავდაპირველი ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა – უბანი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ბუნებასთან სიახლოვე და ქალაქის ყველა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში ერთიანდება.

მეორე ფაზის მთავარი პრიორიტეტები

  • უბნის უდიდესი სარეკრეაციო სივრცე – „თბილისის აკრების” ერთჰექტრიანი პარკი
  • რელიეფზე მორგებული პრემიუმ არქიტექტურა
  • 7–8-სართულიანი დაბალი განაშენიანება
  • გაუმჯობესებული აპარტამენტები
  • უნიკალური, 360-გრადუსიანი ხედები
  • დამოუკიდებელი კომერციული ინფრასტრუქტურა – მინი-მოლი „Retail Plaza”

თბილისის აკრების პარკი – უბნის მთავარი სარეკრეაციო სივრცე

მეორე ფაზის ყველაზე გამორჩეული ნაწილი უბნის უდიდესი სარეკრეაციო სივრცე – „თბილისის აკრების” ერთჰექტრიანი პარკია, რომელიც მაცხოვრებლებს დასვენებისა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

პარკი მეორე ფაზის კომპოზიციურ ცენტრად არის ჩაფიქრებული – ის არა უბნის დამატება, არამედ მისი გულია, რომლის გარშემოც საცხოვრებელი კორპუსები და საზოგადოებრივი სივრცეები ეწყობა. სწორედ ამიტომ დაბალი განაშენიანება და პარკი ერთმანეთისგან განუყოფელია: შენობების სიმაღლის შეზღუდვა სწორედ იმ სივრცეს ათავისუფლებს, რომელიც მწვანე ზონას რჩება.

ერთი ჰექტარი ღია, გამწვანებული სივრცე უბნის მასშტაბში ნიშნავს, რომ პარკი თბილისის აკრების მაცხოვრებელთათვის ფეხით სავალ მანძილზე იქნება – არა ადგილი, სადაც შაბათ-კვირას მიდიხარ, არამედ ყოველდღიური მარშრუტის ნაწილი. დილის სირბილი, ბავშვთან ერთად სეირნობა, სამსახურის შემდეგ ერთი წრე ხეების ჩრდილში – ეს ის რიტმია, რომელსაც ქალაქის ცენტრში მცხოვრები ადამიანი ჩვეულებრივ ვერ იღებს.

პარკი ასევე აძლიერებს იმ უპირატესობას, რომელიც „თბილისის აკრებს” ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უკვე აქვს – უბანს დასავლეთიდან ვრცელი ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი ესაზღვრება, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატსა და ჰაერის ხარისხს ქმნის. ერთჰექტრიანი პარკი ამ ბუნებრივ გარემოს უბნის შიგნით აგრძელებს და მას მაცხოვრებლების ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს.

დამატებით, „Retail Plaza” – დამოუკიდებელი კომერციული ინფრასტრუქტურა – უზრუნველყოფს, რომ ყოველდღიური საჭიროებები პარკთან და საცხოვრებელ სივრცეებთან ერთ სიბრტყეზე იყოს. ეს არის „თბილისის აკრების” თვითმყოფადობის პრაქტიკული გამოხატულება: ყველაფერი, რისთვისაც აქამდე მთელ ქალაქში გადაადგილება იყო საჭირო, ერთ უბანში, ფეხით სავალ მანძილზე.

არქიტექტურა, რომელიც რელიეფს მიჰყვება

მეორე ფაზაში „თბილისის აკრები” რელიეფის ბუნებრივ ხაზებს მიჰყვება და ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებულ არქიტექტურულ რკალებად ვითარდება. ეს კომპოზიცია ქალაქის ახალ, გამორჩეულ სილუეტს შექმნის, ხოლო აპარტამენტების მაცხოვრებლებს უნიკალური, 360-გრადუსიანი ხედებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

დაბალი, 7-8-სართულიანი განაშენიანებით „თბილისის აკრები” ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ კავშირს ინარჩუნებს და ქმნის მეტი სივრცის, სიმშვიდისა და კომფორტის განცდას. ეს არჩევანი პროექტის ფუნდამენტურ ლოგიკას ეხმიანება – უბანში საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ობიექტები ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილს იკავებს, დანარჩენი კი ბუნებრივი საფარი და გამწვანებული სივრცეებია.

პირველი ფაზის შედეგები

პირველი ფაზის ფარგლებში „თბილისის აკრები” 13 საცხოვრებელ კორპუსსა და 600-ზე მეტ აპარტამენტს აერთიანებს. ცამეტივე კორპუსის მშენებლობა პარალელურ რეჟიმში, განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც პროექტის მასშტაბის გათვალისწინებით სამშენებლო ინდუსტრიისთვის ახალ საორიენტაციო ნიშნულს ქმნის.

ეს ტემპი მეორე ფაზის ანონსის კონტექსტშიც მნიშვნელოვანია – პროექტი არა დაპირების, არამედ უკვე ხილული შედეგის საფუძველზე ვითარდება.

ხედვა, რომელიც გრძელდება

მეორე ფაზის ანონსით „თბილისის აკრები” აგრძელებს მთავარი ხედვის განხორციელებას – შექმნას დაბალი განაშენიანების, დიდი სარეკრეაციო ზონებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე თვითმყოფადი უბანი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ბუნებასთან სიახლოვე და ქალაქის ყველა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში ერთიანდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია:

პირდაპირი ვიზიტი გაყიდვების ოფისში: Tbilisi Acres. აბაშიძის #70

ონლაინ კონსულტაცია

სატელეფონო ზარი: +995 (32) 290 05 05 / *5005

[R]

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი