დეკემბრის დასაწყისში, სავაჭრო ცენტრში ,,გალერია თბილისი’’ საქართველოში პირველი Premium reseller-ის დონის Apple-ის მაღაზია გაიხსნება. საქართველოს ბაზარზე Apple Premium Reseller-ი iSpace-ის სახელით შემოვა, რომელიც შოუ რუმის პრინციპით იმუშავებს. თანამედროვე ტიპის სტენდებს შორის განთავსდება სპეციალური სექცია, სადაც მსურველები მიიღებენ კონსულტაციას. აქვე იქნება სწავლების კურსები.

„ეფლის“ Premium Reseller-ის ოფიციალური მაღაზია ,,გალერია თბილისში” სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე, დაახლოებით, 100 მ2-ზე განთავსდება. ინტერიერი „ეფლის“ სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. ავეჯი და ინტერიერისთვის საჭირო ყველა მასალა ევროპიდან, იატაკი კი კანადიდან გამოიგზავნება. კედლები სპეციალური განათებებით დაიფარება.
iSpace-ის მაღაზიაში „ეფლის“ პროფუქციის ახალი მოდელების გამოცდას დამთვალიერებელი თავად შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ გახსნის დღეს მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება iphone X. ეს არის ინოვაციური „სმარტფონი“, რომლის „დატესტვასაც“ ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
მაღაზიაში მოეწყობა Beats-ის ყურსასმენების სპეციალური ზონა, სადაც მომხმარებელი თავად შეძლებს დაათვალიეროს და გაეცნოს პროდუქციას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მაღაზიაში გამოყოფილი იქნება სპეციალური სექცია Flex მაგიდის სახით, სადაც მსურველები შეძლებენ, მიიღონ კითხვებზე პასუხი „გენიოსებისგან” და გაეცნონ პროდუქციის ტექნიკურ დეტალებს. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი მისი შეძენა.
iSpace- ის ახალი მაღაზია სავაჭრო ცენტრში ,,გალერია თბილისი’’ ქართველი მომხმარებლისთვის შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გახდება, ეს არ იქნება მხოლოდ მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით. ეს იქნება სივრცე, სადაც გაეცნობით ინოვაციურ სიახლეებს და მიიღებთ ექსპერტების კვალიფიციურ რჩევებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევქმნათ სპეციალური ატმოსფერო მათთვის, ვინც აფასებს ტექნიკის ხარისხს”,- განმარტეს კომპანიაში ASBIS, რომელიც საქართველოში „ეფლის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.
ახალ iSpace -ის მაღაზიაში პროდუქტი საბაზრო ფასში გაიყიდება, გახსნის დღეს იქნება სპეციალური პრომო შეთავაზებებიც. iSpace – ში, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ბრენდის აქსესუარების ხელსაყრელ ფასად შეძენა.
„ეფლი“ ყურადღებას აქცევს თითოეულ დეტალს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია მისი პრემიუმ „რისელერის“ სტატუსზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტს. სწორედ ასეთი იქნება ახალი iSpace-ი ,,გალერეა თბილისში’’. აქ არის ქართველ მომხმარებელზე მორგებული ინოვაციური სივრცე და მომსახურების მაღალი ხარისხი”,- განმარტეს კომპანიაში ASBIS.













